ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
ფოტო: Reuters
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, გამოვიდეს თუ არა შეერთებული შტატები 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომელიც ირანის ბირთვული იარაღის შემუშავების შესაზღუდად დაიდო.
ტრამპმა უარი თქვა გაემხილა, თუ რა გადაწყვიტა, მაგრამ იმის მეორე დღეს, როცა მან ირანს "ეკონომიკურად გამოფიტული, უკონტროლო სახელმწიფო" უწოდა, "რომლის მთავარი ექსპორტი ძალადობა, სისხლისღვრა და ქაოსია", შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობის გაუარესება, გაეროს გენერალური ასამბლეის მთავარი ყურადღების საგანი გახდა.
ოთხშაბათს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ, 193 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს, სიტყვით გამოსვლისას უთხრა, რომ თეირანი არავის მუქარას არ მოითმენს და ტრამპის ბრალდებებით ის არ შემდრკალა. როჰანიმ ბრალდებებს "მახინჯი, არაკომპეტენტური სიტყვები" უწოდა.
აშკარად შეერთებული შტატების ლიდერზე მინიშნებით, როჰანიმ თქვა, რომ პოლიტიკის სამყაროში "არაკომპეტენტური" ახალბედების მიერ ბირთვული შეთანხმების "დანგრევა", პროგრესისა და წინსვლისაკენ ირანის კურსს ვერასდროს შეაფერხებს:
"ირანი არ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეთანხმებას დაარღვევს, მაგრამ ნებისმიერი მხარის მიერ მის დარღვევას გადაჭრით და მტკიცედ უპასუხებს. საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, მომავალი მოლაპარაკებებისთვის თავის სანდოობას ამით მხოლოდ ანადგურებს."
ამ კვირაში ტრამპმა მტკიცედ მიანიშნა, რომ შესაძლოა მან შეერთებული შტატები ამ ხელშეკრულებიდან გამოიყვანოს. შეთანხმებას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას და მსოფლიოს ხუთი სხვა სახელმწიფოს, ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის და გერმანიის მეშვეობით გაფორმდა, ტრამპმა "შეერთებული შტატების სირცხვილი" უწოდა. ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მიერ ხელშეკრულების პირობების დაკმაყოფილება ორჯერ დაადასტურა, მაგრამ ახალი შეფასება ოქტომბრის შუა რიცხვებში უნდა მოხდეს.
გაეროში პირველად გამოსვლისას ტრამპმა მსოფლიოს ლიდერებს უთხრა: "არ შეგვიძლია მკვლელ რეჟიმს იმის ნება მივცეთ, რომ დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა გააგრძელოს და იმავდროულად საშიში რაკეტები ააგოს. ჩვენ არ შეგვიძლია დავემორჩილოთ ხელშეკრულებას, თუ ის ბირთვული პროგრამის ასაშენებლად საფარველს უზრუნველყოფს. ირანის შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე უარესი და ცალმხრივი შეთანხმებაა, როგორშიც შეერთებული შტატები ოდესმე შესულა."
ხელშეკრულებიდან შეერთებული შტატების გამოსვლის შემთხვევაში, შეთანხმება ჩამოიშლება. ხელშეკრულების სხვა მხარეები შეთანხმების მხარდაჭერას აგრძელებდნენ და მისი გადახედვის სურვილი არ გამოუმჟღავნებიათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები