ბოინგ 787-ის პირველ ფატალურ ავიაკატასტროფას ერთადერთი გადარჩენილი ჰყავს
ფოტო: Getty Images
"თვალი რომ გავახილე, ვერ ვიჯერებდი, რომ ცოცხალი ვიყავი", — ასე აღწერს ბრიტანეთის მოქალაქე, ვიშვაშკუმარ რამეში, Air India-ის კატასტროფიდან თავის დაღწევის წუთებს. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 241 ადამიანიდან, ის ერთადერთია, ვინც ცოცხალი გადარჩა.
ტრაგედია 12 ივნისს მოხდა, როცა აჰმედაბადში აფრენიდან რამდენიმე წუთში ლონდონის მიმართულებით მიმავალი რეისი საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა. Air India-ის განცხადებით, ავიაკატასტროფას 229 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი ემსხვერპლა. ერთადერთი გადარჩენილი — 40 წლის რამეში — თვითმფრინავის 11A ადგილზე იჯდა.
მისი თქმით, თვითმფრინავის ის მხარე, სადაც ის იჯდა, საცხოვრებელი შენობის პირველ სართულზე ჩამოვარდა, თვითმფრინავის კარი გატყდა და ამის საშუალებით მოახერხა გაქცევა. "ღვედი გავხსენი და თავი დავიხსენი თვითმფრინავიდან", — თქვა მან.
თვითმფრინავის ჩამოვარდნისას რამეშმა მარცხენა ხელზე დამწვრობა მიიღო, შოკის მდგომარეობაში რამდენიმე მეტრი ფეხითაც გაიარა, სანამ ადგილობრივები არ დაეხმარნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის შემდეგ გადაღებულ ვიდეოშიც ჩანს, როგორ მიაბიჯებს დაშავებული და სისხლში მოთხვრილი რამეში სასწრაფო დახმარების მანქანისკენ. პოლიციის ინფორმაციით, რამეში საავარიო გასასვლელის რიგში იჯდა და დროულად მოახერხა თვითმფრინავიდან გადახტომა.
11A, წითლად აღნიშნულია ადგილი, სადაც რამეში იჯდა
ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი, შემთხვევის ადგილზე მეორე დღეს ჩავიდა და გადარჩენილი მგზავრი პალატაში მოინახულა. "მოდის მოვუყევი, რაც ვნახე. მან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მკითხა", — თქვა რამეშმა.
ინდოეთის პრემიერმინისტრმა რამეში მოინახულა
ფოტო: Getty Images
მკურნალი ექიმის, დავით გამეტის, თქმით, ჩამოვარდნის შემდეგ პაციენტი დეზორიენტირებული იყო, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით, თუმცა საფრთხე ამ ეტაპზე აღარ ემუქრება.
რამეში, რომელსაც საავადმყოფოში შეყვანისას ხელში ჯერ კიდევ ეჭირა "ბორდინგ პასი", იხსენებს: "ვუყურებდი, როგორ იღუპებოდნენ ადამიანები ჩემ თვალწინ, თვითმფრინავის ნამსხვრევები კი ყველგან იყო მიმოფანტული".
აჰმედაბადის საცხოვრებელი უბანი
რამეში ძმასთან ერთად მოგზაურობდა. ავარიის შემდეგ ის ლესტერში მცხოვრებ ნათესავებს დაუკავშირდა. მისი ბიძაშვილი BBC-ისთან ამბობს: "მხოლოდ ის გვითხრა, რომ კარგად არის. ოჯახი გახარებულია, თუმცა ვდარდობთ მეორე ძმაზე".
ეს შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფაა ინდოეთის ისტორიაში და პირველი ფატალური ინციდენტია Boeing 787-8 Dreamliner ტიპის თვითმფრინავისთვის, რომლებიც 2009 წლიდანაა ექსპლუატაციაში.
ფოტო: Getty Images
ამჟამად რამეში ადგილობრივ სახელმწიფო საავადმყოფოში იმყოფება. ეროვნული მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ავარიის მომენტებიც გაიხსენა. მისი თქმით, აფრენიდან რამდენიმე წამში თვითმფრინავი თითქოს ჰაერში გაჩერდა. "წითელი და მწვანე ნათურები აინთო. შემდეგ თვითმფრინავმა სიჩქარე აკრიფა, თუმცა სიმაღლე ვეღარ აიღო და ჩამოვარდა"
Air India-ის ლონდონის მიმართულებით მომავალი რეისი აფრენიდან მალევე აჰმედაბადის საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 229 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი ემსხვერპლა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები