Stranger Things-ის მეხუთე სეზონი გვიახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
ფოტო: Netflix
სამწლიანი ლოდინის შემდეგ, Stranger Things ნანატრი მეხუთე სეზონით გვიბრუნდება. ნეტფლიქსმა სერიალის გამოსვლის თარიღი უკვე გაგვიმხილა და ძალიან მალე, ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს ეკრანებზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ.
2016 წელს დაწყებული სერიალი, წელს — მეხუთე სეზონით დაგვირგვინდება. როგორც მეოთხე სეზონი, ისიც რამდენიმე ნაწილად გამოვა. პირველი ნაწილის ნახვას 26 ნოემბერს შევძლებთ, მეორე ნაწილს 25 დეკემბერს, ხოლო ფინალურ ეპიზოდს — ახალი წლის ღამეს.
კადრი Stranger Things-ს მეოთხე სეზონიდან
ფოტო: Netflix
შოუს ფინალურ სეზონზე მუშაობა 2022 წლის ივლისში, მეოთხე სეზონის მეორე ნაწილის გამოსვლისთანავე დაიწყო, თუმცა ამერიკის სცენარისტთა გილდიის გაფიცვამ მუშაობის პროცესი დროებით გადადო. საბედნიეროდ, ჩვენი ლოდინი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და ძალიან მალე გავიგებთ, როგორ განვითარდება მოვლენები ჰოუკინსში.
როგორ დასრულდა მეოთხე სეზონი?
მეოთხე სეზონის ფინალურმა ეპიზოდმა მაყურებელში დიდი ორაზროვნება გამოიწვია. საზარელი ურჩხული — ვეკნა, სინამდვილეში ექიმი ბრენერის ლაბორატორიის პაციენტი აღმოჩნდა, რომელმაც ზებუნებრივი ძალების მქონე ილევენს ძალები წაართვა. მე-4 სეზონში ჰოუკინსის ყველა გმირი თავის როლს ასრულებს, მაქსი კი საკუთარ თავს სერიოზულ საფრთხეში აგდებს, რათა ვეკნა ხაფანგში გააბას. ეს ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა, რომ არა ილევენის მოულოდნელი გამოჩენა, სადაც ის ვეკნას გონებრივ დუელში დაუპირისპირდა.
ამასობაში, რუსეთში, ჰოპერი და ჯოისი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთ ოჯახებს მოსალოდნელი საფრთხეები თავიდან აარიდონ, თუმცა, პირიქით — მეტ ზიანს აყენებენ. სხვა სეზონებისგან განსხვავებით, მეოთხე სეზონი ემოციურად ყველაზე მძიმეა.
სერიალის შემქმნელებმა გაგვანდეს, რომ ახალი სეზონი ფატალური შედეგებით არ დასრულდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად ბედნიერი დასასრული ექნება. მეოთხე სეზონის ფინალურ ეპიზოდში ვიგებთ, რომ ჩვენმა საყვარელმა გმირებმა ბრძოლა წააგეს და ამის გამო ჰოუკინსი და მისი მცხოვრებლები ისჯებიან. საინტერესოა, როგორ გაუმკლავდებიან ილევენი და მისი მეგობრები ვეკნასთან ბრძოლას.
ბოლო კადრი მეოთხე სეზონიდან
ფოტო: Netflix
რას უნდა ველოდოთ ახალ სეზონში?
Stranger Things-ს ბოლო სეზონში მოვლენები 1987 წლის შემოდგომას განვითარდება და რვა ეპიზოდს მოიცავს.
"ჰოუკინსი ჯოჯოხეთის კარიბჭის ბზარებმა შეძრა, ჩვენს გმირებს მხოლოდ ერთი მიზანი აერთიანებთ — ვეკნას პოვნა და მისი განადგურება", — ვკითხულობთ ნეტფლიქსის ოფიციალურ სინოფსისში.
მისიის განხორციელებას ხელს ის უშლის, რომ ქალაქი სამხედრო კარანტინშია, ხოლო მთავრობამ ილევენის ძებნის პროცესი მაქსიმალურად გააძლიერა. საბოლოო ბრძოლა ახლოვდება, და მასთან ერთად, სიბნელე, რომელიც უფრო ძლიერი და მომაკვდინებელია, ვიდრე ყველაფერი, რაც მათ აქამდე გადახდენიათ. ამ კოშმარის დასასრულებლად, მათ ყველას — მთელი ჯგუფის — ერთად დგომა დასჭირდებათ, კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ.
ფოტო: Netflix
რომელი მსახიობების დაბრუნებას უნდა ველოდოთ მეხუთე სეზონში?
საბედნიეროდ, მთავარი მსახიობების უმეტესობა მეოთხე სეზონიდან ცოცხალი გადარჩა და სეზონის ბოლო სცენაშიც გამოჩნდა, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთავარი მსახიობების უმეტესობა მეხუთე სეზონშიც დაბრუნდება. მათ შორის არიან: მილი ბობი ბრაუნი, ფინ ვოლფჰარდი, ვაინონა რაიდერი, ქეილებ მაკლაფლინი, მაია ჰოუკი, ჯო კირი, დევიდ ჰარბორი და სხვ.
გარდა ამისა, სერიალის შემქმნელებმა დაადასტურეს, რომ ბოლო სეზონს ოთხი ახალი პერსონაჟი ეყოლება. მათ შორის არიან — ჯეიკ კონელი, ნეილ ფიშერი, ალექს ბრონქსი და ფილმ ტერმინატორის ვასკვლავი ლინდა ჰამილტონი.
ფოტო: Netflix
Stranger Things-ს გულშემატკივრებს ისღა დაგვრჩენია, გასულ სეზონებს კიდევ ერთხელ ბეჯითად გადავავლოთ თვალი და მოთმინებით დაველოდოთ 26 ნოემბერს.
მანამდე კი, შეგვიძლია მეხუთე სეზონის თიზერი ვნახოთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები