საბრინა კარპენტერის ახალი ალბომი — რეგრესი თუ სატირა?
ფოტო: Sabrina Carpenter
11 ივნისს პოპ-მუსიკის ერთ-ერთმა უდიდესმა ახალმა ვარსკვლავმა, საბრინა კარპენტერმა თავისი ახალი, რიგით მე-7 სტუდიური ალბომის - Man’s Best Friend-ის გამოსვლის შესახებ გვამცნო. განცხადებასთან ერთად, მან ფანებს ალბომის ყდის ფოტოც გაუზიარა.
ამ ყველაფერს კი მალევე მოჰყვა სოციალური მედიის აფორიაქება. საზოგადოების ნაწილი საბრინას მკაცრად აკრიტიკებს, როგორც ამბობენ "დამამცირებელი" ალბომის ყდისათვის, ნაწილი კი იცავს და ამბობს, რომ ყდა აშკარა სატირას წარმოადგენს.
კარპენტერის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ალბომის გარეკანზე გამოსახულია თავად საბრინა, რომელიც მუხლებზე დგას, ხელი კი კაცის ფეხზე უდევს, რომელსაც ხელში მისი თმა უჭირავს. ხოლო მეორე ფოტო, რომელიც მომღერალმა გამოაქვეყნა, როგორც ჩანს, ალბომის ალტერნატიული ყდაა. მასზე გამოსახულია ძაღლი, რომელსაც უკეთია საყელო წარწერით — კაცის საუკეთესო მეგობარი — საბრინას ახალი ალბომის სახელი.
ალბომის ყდა
ფოტო: Sabrina Carpenter
ფოტო: Sabrina Carpenter
კრიტიკა
შოტლანდიურმა ორგანიზაციამ — Glasgow Women’s Aid, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად მუშაობს, ინსტაგრამის პოსტში გააკრიტიკა საბრინა კარპენტერი და მისი ალბომის ყდას "რეგრესული" უწოდა. ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ ის
აღვიძებს მოძველებულ წარმოდგენებს, რომლებშიც ქალები ცხოველებად, ნივთებად ან საკუთრებად იყვნენ წარმოდგენილნი და მათზე ძალადობისა და კონტროლის იდეის გავრცელებას უწყობს ხელს
The Telegraph-ი კი წერს, რომ კარპენტერის "ზედმეტად სექსუალიზებული და დამამცირებელი ალბომის ყდა უკვე მეტისმეტია". აქვე სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მომღერალს ბევრი ახალგაზრდა ფანი ჰყავს და მისი მარკეტინგი "შემაშფოთებელია". საბრინას ინსტაგრამის პოსტზე გვხვდება კომენტარები: "ეს შერცხვენის რიტუალია? რა ჯანდაბაა ეს ყდა"?, "ამიხსენით, ეს კაცების ცენტრში მოქცევა როგორ არ არის? როგორ არ ემსახურება კაცების მზერას"?
საწინააღმდეგო პოზიცია
საბრინას ფანები ამბობენ, რომ მისი ალბომის ყდა სატირულია: "ვდარდობ ხალხის უუნარობაზე, ვერ ხვდებიან რომ ეს ყდა იმაზე აკეთებს კომენტარს, როგორც ექცეოდნენ ქალებს", ვხვდებით პოსტს X-ზე. ფანები ამბობენ, რომ სიმღერაში Manchild საბრინა კაცებს დასცინის, რაც იმის მანიშნებელია, რომ მომავალი ალბომიც სატირული იქნება.
Manchild Music Video
ფოტო: Sabrina Carpenter
ბრიტანული გამოცემა Metro-ს რედაქტორი წერს, რომ საბრინამ "იცოდა, რომ მისი პროვოკაციული ალბომის ყდა არ მოგეწონებოდათ, საქმეც ამაშია". ის ამბობს, რომ კარპენტერმა, რომელიც მისი აზრით ნარატივების შექმნის ექსპერტია, "საკუთარი ბრენდი ააგო იმ იდეაზე, რომ მამაკაცები მხოლოდ ფონურ ხმაურს წარმოადგენენ".
უპასუხა თუ არა საბრინამ კრიტიკას?
არა, მას უშუალოდ ალბომის გარეკანის სკანდალზე არ უსაუბრია. თუმცა ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში უპასუხა კრიტიკას მისი სექსუალური სასცენო იმიჯის შესახებ. საბრინა ამბობს: "თავს ისე ვგრძნობ, თითქოს არასდროს მიცხოვრია ისეთ დროში, როცა ქალებს ამაზე მეტად აკვირდებოდნენ და ყველა მხრივ აკრიტიკებდნენ".
ფოტო: Rolling Stone
ტურის განმავლობაში სიმღერა Juno-ს შესრულებისას მომღერალი სხვადასხვა სექსუალური პოზიციების იმიტაციას აკეთებს, რასაც ასევე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა. "ყოველთვის მეცინება, როცა ხალხი წუწუნებს", ამბობს საბრინა. "Juno-ს პოზიციებზე ბევრად მეტი მომენტია კონცერტზე, მაგრამ
თქვენ ირჩევთ, რომ ეს მომენტები დაპოსტოთ და მაგათზე გააკეთოთ კომენტარი. მე ამას ვერ გავაკონტროლებ
საბრინას ახალი ალბომი — Man's Best Friend 2025 წლის 29 აგვისტოს გამოდის.
მანამდე კი, შეგიძლიათ იხილოთ მომღერლის ახალი კლიპი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები