Emmy-ის მიღების შემდეგ Big Little Lies-ის ავტორი ამბობს, რომ შესაძლოა მეორე სეზონი გამოვიდეს
ფოტო: Matt Baron/REX/Shutterstock
რამდენიმე დღის წინ ემის 69-ე ცერემონიაზე HBO-ს შოუმ Big Little Lies ნამდვილი ფურორი მოახდინა. გარდა იმისა, რომ ნიკოლ კიდმანმა და ლორა დერნმა მსახიობი ქალის ნომინაციებში გაიმარჯვეს, შოუმ საუკეთესო მინი-სერიალის ნომინაციაში ემის ჯილდოც მიიღო.
ამ გამარჯვების შემდეგ პრესა კიდევ ერთხელ ალაპარაკდა იმაზე, რომ HBO-მ შესაძლოა Big Little Lies მეორე სეზონი გადაიღოს. ამ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებდა ლიან მორიარტის მიერ ჟურნალსიტებთან გაკეთებული კომენტარი.
"მეორე სეზონზე ვფიქრობ, ეს გამარჯვება დიდი მოტივი და მსვენიერი შესაძლებლობა იქნებოდა. სულ ეს არის რისი თქმაც ახლა შემიძლია", - თქვა ემის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მწერალმა.
ამავე თემაზე აქტიურად საუბრობენ მსახიობები. მაგალითად, რიზ უიზერსპუნი ამბობს, რომ მზად არის მეორე სეზონში დასაბრუნებლად.
"ვესაუბრეთ წიგნის ავტორს, ლიან მორიარტს და მან გვითხრა, რომ ახალ ისტორიაზე ფიქრობს. ყველაფერი მისი შექმნილია, ეს პერსონაჟები, ეს ისტორია, მედელინი, სელესტი, რენატა, მისგან დაიბადნენ და ახლა ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული", - ამბობს რიზი.
მეორე სეზონთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ამხელს ნიკოლ კიდმანიც:
"რიზი [უიზერსპუნი], მე და ლორა დერნი ძალიან დიდ დროს ვატარებთ ერთად, ხანდახან ღამეებსაც კი ვათენებთ ერთმანეთთან საუბარში. ჩვენ მზად ვართ დიდი პატარა ტყუილები ეკრანზე დაბრუნდეს, თუმცა პირველი სეზონი წიგნის ეკრანიზაცია იყო. ვიცოდით, რომ ისტორიაც აქ სრულდებოდა. ახლა, როცა საუბარია მეორე სეზონზე, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ხვდება თუ როგორ შეიძლება ამ არაჩვეულებრივი ქალების ისტორია გაგრძელდეს", - ამბობს კიდმანი.
სწორედ ამ არაჩვეულებრივი პერსონაჟების სამომავლო ბედზე ისაუბრა ცოტა ხნის წინ HBO-ს პროგრამების განყოფილების უფროსმა ქეისი ბლოისმა.
"ჩვენ ვესაუბრეთ ლიან მორიარტს და ვფიქრობთ თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ისტორია, რაზე მოხერხდება აქცენტების გაკეთება იმ შემთხვევაში თუ ახალი სეზონი დამტკიცდება. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მაგალითად წიგნში ბონის [ზოი კრავიცი] ისტორია კარგად არის გაშლილი და ახალი სეზონის აქცენტები მასზე შეიძლება გაკეთდეს, ასევე იმაზე თუ რას აკეთებს ახლა სელესტი? რას საქმიანობს, როგორ ცხოვრობს, როგორ ცდილობს დაძლიოს ტრავმები და ა.შ.", - ამბობს ბლოისი.
მისი აზრით სერიალში აქცენტის გაკეთება ლორა დერნის პერსონაჟზე რენატაზეც შეიძლება.
"წიგნისგან განსხვავებით ჩვენ შოუში ნაკლები დრო დაეთმო რენატას პერსონაჟს და მაყურებელმა ბოლომდე ვერ იგრძნო მისი განცდები, ბოლომდე არ იცის მისი ცხოვრება და ვფიქრობ, ესეც მშვენიერი მასალა იქნება ჩვენთვის", - ამატებს ქეისი ბლოისი.
ასე, რომ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, რას გადაწყვეტს ავტორი, სხვა ყველა - არხით დაწყებული და მსახიობებით დამთავრებული ახალი სეზონისთვის მზად არიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები