DRI: უკანონო თვალთვალი-მოსმენა ავტორიტარიზმის გამყარების ერთ-ერთი საშუალებაა
ფოტო: Anelo / Shutterstock
ტელეკომპანია პირველის ეთერით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო მოსმენა-თვალთვალს აწარმოებდა და, სავარაუდოდ, სისტემურ ზეწოლასა და მუქარას ახორციელებდა კონკრეტულ სასულიერო პირზე, ერთ-ერთი ეპისკოპოსის სავარაუდო მკვლელობის გეგმასთან დაკავშირებით, დემოკრატიის კვლევის ცენტრი განცხადებით ეხმაურება.
"გავრცელებული ჩანაწერები შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს — როგორც უკანონო მოსმენების, ისე შესაძლო მუქარის, ზეწოლისა და სასულიერო პირის ლიკვიდაციის დაგეგმვის კუთხით. აღნიშნული მასალა უნდა გახდეს შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების დაუყოვნებელი ინტერესისა და რეაგირების საგანი", — ნათქვამია განცხადებაში.
დემოკრატიის კვლევის ცენტრის თქმით, უკანონო მოსმენების პრაქტიკა ახალი არ არის და მსგავსი ფაქტები უკვე დაფიქსირებულია.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო მოსმენების სავარაუდო პრაქტიკა სიახლეს არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2021 წლის 12 სექტემბერს TV პირველის ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, ტოტალურ კონტროლს ახორციელებდა საჯარო მოხელეებზე - ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებულ პირებზე, სკოლისა და ბაღის პედაგოგებზე, პარტიის წევრებზე, საპატრიარქოს ადმინისტრაციის თანამშრომელსა და ყველა რანგის სასულიერო პირებზე. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ ფორმალურად დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ დრომდე, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია საქმის მიმდინარეობის/შედეგის შესახებ",— წერია გავრცელებულ განცხადებაში.
DRI ასევე აღნიშნავს, რომ სუს-ის რესურსს ქართული ოცნება პარტიული ინტერესებისთვის იყენებს და ცდილობს ავტორიტარიზმის განმტკიცებას.
"განსაკუთრებით ბოლო პერიოდში თვალსაჩინოა, რომ უწყება არა ქვეყნის უსაფრთხოების, არამედ პარტიულ ინტერესებს ემსახურება. ქართული ოცნება, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურის რესურსით ცდილობს ავტორიტარიზმის განმტკიცებას. სავარაუდო, ტოტალური მოსმენა/თვალთვალი კი აღნიშნულის ერთ-ერთი საშუალებაა, რაც ადამიანის იწვევს ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას.
სამსახურის საქმიანობაზე ეფექტიანი კონტროლი წარსულშიც უკიდურესად სუსტი იყო. დღესდღეობით კი, პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, მასზე დემოკრატიული ზედამხედველობა შეუძლებელია. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სავარაუდოდ უკანონოდ განხორციელებული ფარული მოსმენა/თვალთვალი განსაკუთრებით საფრთხის შემცველია მაშინ, როდესაც არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. საგამოძიებო უწყებებისა და სასამართლოს მიკერძოება კიდევ უფრო თვალსაჩინო ბოლო პერიოდში, მასშტაბური პროტესტისა და რეპრესიების ფონზე გახდა," — წერს დემოკრატიის კვლევის ცენტრი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები