ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელად დაინიშნა
47 წლის ბლეიზ მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს. ის ამ პოსტზე სერ რიჩარდ მურს შეცვლის.
როგორც The Guardian წერს, ის ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზეა პასუხისმგებელი და ადრე სხვა დირექტორის დონის თანამდებობებს იკავებდა ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურსა (MI6) და შიდა უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის სააგენტო MI5-ში.
მეტრეველს განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბუკის კოლეჯში აქვს მიღებული და კარიერის დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ოპერატიულ თანამდებობებზე მუშაობდა.
მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე 15 ივნისს გამოქვეყნდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, ბლეიზ მეტრეველის დანიშნა "ისტორიულია" და ეს მაშინ ხდება, როცა "გაერთიანებული სამეფო უპრეცედენტო მასშტაბის საფრთხეების წინაშე დგას".
"ბლეიზ მეტრეველის ისტორიული დანიშვნა იმ დროს ხდება, როდესაც ჩვენი სადაზვერვო სამსახურების მუშაობა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. გაერთიანებული სამეფო უპრეცედენტო მასშტაბის საფრთხეების წინაშე დგას — იქნება ეს აგრესორები, რომლებიც ჩვენს წყლებში თავიანთ სადაზვერვო გემებს აგზავნიან თუ ჰაკერები, რომელთა დახვეწილი კიბერგეგმები ჩვენი საჯარო სერვისების ჩაშლას ისახავს მიზნად", — განაცხადა სერ კირ სტარმერმა კვირას საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მეტრეველმა, რომელიც გასულ წელს წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის კავალერად დაინიშნა, განაცხადა:
"მე ვამაყობ და პატივია შემთვის, რომ ჩემი სამსახურის ხელმძღვანელობა მთხოვეს. MI6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს — MI5-თან და GCHQ-თან ერთად - ბრიტანელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დიდი ბრიტანეთის ინტერესების წინ წამოწევაში საზღვარგარეთ. მოუთმენლად ველი ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად", — აცხადებს ბლეიზ მეტრეველი.
MI6-ს, 1909 წელს დაარსების დღიდან, არასდროს ჰყოლია ქალი ხელმძღვანელი. MI5-ს ადრე სტელა რიმინგტონი და ელიზა მენინგჰემ-ბულერი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო მთავრობის კომუნიკაციების შტაბ-ბინის (GCHQ, დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები) ამჟამინდელი ხელმძღვანელი ენ კისტ-ბატლერია.
როგორც საერთაშორისო მედია წერს, აქამდე MI6-ს ქალი მხოლოდ ჯეიმს ბონდის ფილმებში ხელმძღვანელობდა.
The Guardian-ის ცნობით, ბლეიზ მეტრეველს საგარეო დაზვერვის სამსახურსა და შიდა სააგენტო MI5-ში დირექტორის დონის რამდენიმე თანამდებობა ეკავა. ის დაზვერვის ოფიცერი 1999 წელს გახდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები