ისრაელისა და ირანის დაპირისპირების მორიგი ღამე — დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
ფოტო: Menahem Kahana/AFP/Getty Images
16 ივნისის ღამეს, ირანმა ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა, რის გამოც მთელ ქვეყანაში, მათ შორის თელ-ავივსა და იერუსალიმში, საჰაერო განგაშისა და თავდაცვის სისტემები ჩაირთო. რამდენიმე საცხოვრებელი შენობა დაზიანდა, აფეთქებები დაფიქსირდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ქალაქ ჰაიფაში. ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ქსელი ცენტრალურ ისრაელში.
ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირის დასაწყისში ირანმა "ასობით" რაკეტა გაუშვა ისრაელისკენ, რომლებიც საცხოვრებელ შენობებსა და ინფრასტრუქტურას დაუმიზნა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს
ღამის იერიშების შედეგად ისრაელში დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი, რაც მიმდინარე კონფლიქტის დაწყებიდან დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე ზრდის. ირანში, ირანის ოფიციალური უწყებებისა და სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, დაიღუპა მინიმუმ 224 ადამიანი და 1,277 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია — უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მათი გამანადგურებლები ქუდსის ძალების (ირანის რევოლუციური გვარდიის საიდუმლო დაჯგუფება) სარდლობის ცენტრებს დაესხნენ თავს. კვირას ისრაელმა ირანში რაკეტების ბაზები და სამხედრო ობიექტები დაბომბა, რის შედეგადაც რევოლუციური გვარდიის სადაზვერვო ხელმძღვანელი დაიღუპა.
CNN-ის ცნობით, ორი ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ისრაელის გეგმა ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, ლიკვიდაციის შესახებ უარყო. ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც ასეთი გეგმის არსებობა მკაცრად უარყო. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის ელის შეთანხმებას ისრაელსა და ირანს შორის და მიიჩნევს, რომ ამის "კარგი შანსი არსებობს", თუმცა აღნიშნა, ისიც რომ "ხანდახან საჭიროა საქმე ბრძოლით მოაგვარონ."
ირანმა და ისრაელმა მოუწოდეს ერთმანეთს, რომ უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა სტრატეგიული სამხედრო ობიექტების სიახლოვიდან გაიყვანონ.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის უპრეცედენტო გამწვავების ფონზე, ისრაელმა პარასკევს, გამთენიისას, მასშტაბური სამხედრო იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე. საჰაერო შეტევები, რომელიც ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე ინტენსიური იერიში იყო ისრაელის თანამედროვე ისტორიაში, ძირითადად მიმართული იყო ბირთვულ ობიექტებზე, სარაკეტო ბაზებსა და ირანის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობაზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები