სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ფულის გათეთრებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს
ფოტო: Offical photo
პარასკევს, სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი ფულის გათეთრებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს, — იტყობინება სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტი.
Armenpress-ის ცნობით, კომიტეტმა განაცხადა, რომ აბრაჰამიანს ბრალი ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო მეწარმეობის არაერთი ბრალდებით აქვს წაყენებული.
მედიის ინფორმაციით, იგი დაკავებულია მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, თუმცა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
აბრაჰამიანი პრემიერმინისტრი 2014 წლიდან 2016 წლამდე პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მმართველობის პერიოდში იყო და მმართველი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა. მანამდე ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა 2012–2014 წლებში, ასევე მას 1990-იანი წლებიდან სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობა ეკავა, მათ შორის, მინისტრის პოსტები პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის მმართველობის დროს.
არსებობს დაუდასტურებელი ცნობები, რომ ჩხრეკა ჩატარდა აბრაჰამიანის საცხოვრებელ სახლში. RFE/RL-ის თანახმად, კომიტეტი გეგმავს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, რომ აბრაჰამიანს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდონ.
აბრაჰამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2018 წელს აღიძრა,— უკანონო მეწარმეობაში მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. 2023 წელს მას დამატებით ფულის გათეთრების ბრალდება წარედგინა.
RFE/RL-ის ინფორმაციით, აბრაჰამიანი ბრალდებულია, 2008 წელს "ავაზაჰატიკის" ქვიშის საბადოს კომპანია Avazahatik-ის 60%-იან წილს უკანონოდ დაუფლებისთვის. რის შემდეგაც 2015 წლამდე მან 230 მილიონი დრამის (დაახლოებით 585,000 დოლარის) უკანონო შემოსავალი მიიღო. იგი ამ შემოსავალს საკუთარი ლეგალური შემოსავლების წყაროებთან აერთიანებდა, რათა დაეფარა ფულის უკანონო წარმოშობა. შემდგომში ეს თანხები ქონების შესაძენად და საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად გამოიყენებოდა.
სომხეთის ხელისუფლება, აბრაჰამიანის, მისი ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირებისთვის 59 უძრავი ქონების და 26 მილიარდი დრამის (დაახლოებით 66 მილიონი დოლარის) ჩამორთმევას მოითხოვს. აბრაჰამიანის დაკავება სპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მოხდა, არჩევნები 2026 წლის ივნისშია დანიშნული.
ამავე კვირაში, სომხეთის გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს თხოვნით მიმართა, ორი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მოეხსნათ იმუნიტეტი, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. აღნიშნული მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიცია კორუფციაში დაადანაშაულა და პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ "ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სარდაფში აღმოჩნდებიან".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები