ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა "ესკალაციის საფრთხე იყო"
ქართული ოცნების დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. უწყებაში შესვლამდე მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ტაბატაძე აცხადებს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა "ესკალაციის საფრთხეს" შეიცავდა.
ცნობისთვის, ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანას ეპიზოდის დროს სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.
"რატომ არის [ეს საქმე] პოლიტიკურად მოტივირებული, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას? რა მნიშვნელობა აქვს 6 წლის შემდეგ იქნება თუ..? მაშინაც გვქონდა რეაქცია, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება საქმე, საჯაროდ ვერ ვიტყოდით და ვერც დღეს გეტყვით ვერაფერს.
რა თქმა უნდა, იყო ესკალაციის საფრთხე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. იცით, რომ მანამდე, ამ ხელისუფლების პირობებში 2 საგუშაგო დაიდგა, სადაც მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა? ეს იყო 2012 წელს, როდესაც გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარში დაიდგა ერთი სტაციონარული საგუშაგო, მაგრამ ეს იყო ყველა უწყებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან შეთანხმებული. ამის შემდეგ, იქიდან არანაირი საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა. საგუშაგო დაიდგა საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში. იმავე განხორციელდა იქაც. ჩვენ ასევე, მოვახდინეთ კოორდინაცია", - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ. კომენტარს IPN ავრცელებს.
შეგახსენებთ, დღეს, 18:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია კახი კახიშვილიც, რომელიც ჩორჩანას ეპიზოდის დროს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, გახარიასთან კითხვები ექნებათ მისი გადადგომისა და ოპოზიციაში წასვლის პერიოდზეც, ასევე მისი და მისი პარტიის საქმიანობაზე საერთაშორისო ასპარეზზე.
შეგახსენებთ, პროკურატურის ცნობით, დაწყებული გამოძიება "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებას ეხება".
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, "საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე" მიმდინარეობს.
ორი დღის წინ ამ საქმეზე სანქცირებული ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაიკითხა.
ასევე იხილეთ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები