საბავშვო ევროვიზია ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში ჩატარდება
ფოტო: ოლიმპიური სასახლე
2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. უფრო ზუსტად, ღონისძიება 13 დეკემბერს გაიმართება სასახლის მცირე დარბაზში. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გაავრცელა. ჟორჟოლიანის თქმით, მონაწილე ქვეყნების დელეგაციები საქართველოში ათი დღით ადრე ჩამოვლენ, რათა "კიდევ უფრო კარგად გაიცნონ" ქართული კულტურა.
ახალი სპორტის სასახლე, იგივე ოლიმპიური სასახლე, 2015 წელს აშენდა თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის. შენობა თავდაპირველად დიდ და მცირე (800-ადგილიან) დარბაზებს აერთიანებდა. 2017 წელს საბავშვო ევროვიზია სწორედ დიდ დარბაზში ჩატარდა. თუმცა, მას შემდეგ სასახლეს კიდევ ერთი, უფრო დიდი ნაგებობა დაემატა — თბილისი არენა, რომელიც საკალათბურთო დარბაზია და 10 ათასამდე მაყურებელს იტევს. ამდენად, ჟორჟოლიანის ხსენებულ მცირე დარბაზში, შესაძლოა, სწორედ ის არენა იგულისხმებოდეს, რომელმაც 2017 წლის ევროვიზია ჯუნიორს უმასპინძლა. ეს დარბაზი კონცერტებზე 4 ათასამდე მაყურებელს იტევს.
თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საბავშვო ევროვიზიას 2017 წელსაც უმასპინძლა
ფოტო: პირველი არხი
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გასულ წელს საქართველო გახდა. ჩვენს ქვეყანას რეკორდული მეოთხე გამარჯვება 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ მოუტანა, გიგა კუხიანიძის სიმღერით დედას. ანდრიას გამოსვლა 16 მონაწილე ქვეყნიდან 12-მა უმაღლესი ქულით შეაფასა. გამარჯვებიდან მალევე, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მომდევნო ევროვიზია ჯუნიორის მასპინძლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
2025 წლის საბავშვო ევროვიზიის შესახებ სხვა დეტალები კი ჯერჯერობით უცნობი რჩება. ამ დროისათვის, წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეობის სურვილი 11-მა ქვეყანამ გამოთქვა. მათ შორისაა კონკურსის პირველი გამარჯვებული, ხორვატია, რომელიც ევროვიზია ჯუნიორს ხანგრძლივი, 11-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები