მშენებლობის საწყის ეტაპზე შეძენილი ბინა — უძრავ ქონებაში ადრეული ინვესტირების უპირატესობები
ფოტო: მეტროპოლი
ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად ხელსაყრელია უძრავ ქონებაში ინვესტირება, ან ფიქრობენ, რომ ფულის დაბანდება მხოლოდ ძალიან მაღალი შემოსავლის პირობებში უნდა დაიწყონ. რეალურად კი, უძრავ ქონებაში სწორი ინვესტირება საშუალო შემოსავლითაც შესაძლებელია. იმავდროულად, ეს ქმედება მომავალში, ფაქტობრივად, სტაბილური შემოსავლის გარანტია და ფინანსური გაძლიერების ყველაზე დაბალრისკიანი გზაა.
უძრავი ქონების ყიდვას ჯერ კიდევ მაშინ, როცა პროექტის მშენებლობა არ არის დასრულებული, ბევრი ადამიანი რისკად აღიქვამს, მაგრამ დეველოპერული სამყაროს წარმომადგენლები და გამოცდილი ინვესტორები სხვაგვარად ფიქრობენ.
რატომ მუშაობს უძრავ ქონებაში ადრეული ინვესტიცია?
ბინის შეძენას საწყის ეტაპზე, ანუ ადრეულ ინვესტირებას, ხშირად უწოდებენ დაბალრისკიან და მაღალმოგებიან გადაწყვეტილებას.
ფოტო: მეტროპოლი
გიორგი ახვლედიანი, მეტროპოლის ფინანსური დირექტორი: “მშენებლობის საწყის ეტაპზე შეძენილი ბინა — ასეთი ინვესტიციის სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორად განსაზღვრის შემთხვევაში ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალრისკიანი და პროგნოზირებადი აქტივია. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ინვესტიცია უზრუნველყოფს, როგორც კაპიტალის ზრდას, ისე პასიურ შემოსავალს“.
ბინის შეძენა საწყის ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი სტრატეგიაა უძრავი ქონების სფეროში. საშუალო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წინასწარ გაყიდვებზე შეთავაზებული ფასი დასრულებული პროექტის ფასზე, მინიმუმ, 50%-ით დაბალია.
ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ინვესტიციის მომავალი ღირებულებაა.
როდესაც ბინა დასრულდება, მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც მომხმარებელს მოგების რეალურ შესაძლებლობას მისცემს.
ფოტო: მეტროპოლი
ირაკლი აბულაძე, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: “ინვესტირება მშენებლობის საწყის ეტაპზე სტრატეგიული ნაბიჯია. ეს მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ინვესტიცია გაორმაგებულად დაიბრუნოს. თუ ბაზრის ტენდენციებს გადავხედავთ, აშენებული ბინების ფასი თითქმის 2-ჯერ აღემატება საწყისი ეტაპის ფასებს. ასეთ შემთხვევაში, მთავარი მნიშვნელობა სანდო დეველოპერს ენიჭება. ვფიქრობთ, რომ ჩვენ მეტროპოლში მომხმარებლის სანდოობის მოპოვება უკვე შევძელით, ჩვენი მშენებლობის ტემპებისა და ხარისხის გათვალისწინებით“.
სტატისტიკურად, ბინის ფასები წლიდან წლამდე იზრდება.
ეს ზრდა თან სდევს, როგორც მშენებლობის პროგრესს, როცა უძრავი ქონება ეტაპობრივად ხელშესახები ხდება, ისე ზოგად ტენდენციებს, რომლებიც უძრავი ქონების ბაზარზე ფიქსირდება.
პერსონალიზაციის მნიშვნელობა
ბინის შეძენის დროს, პერსონალიზაციაც მნიშვნელოვანია - პროექტის საწყის ეტაპზე ბინის მორგება ხშირად შესაძლებელია, რაც საბოლოო კომფორტსა და ღირებულებას ზრდის. დეველოპერები ზოგჯერ მყიდველებს სთავაზობენ შესაძლებლობას, განაახლონ მოპირკეთება ან შეიტანონ სხვა ცვლილებები. ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა, რომ მიიღოთ ზუსტად ისეთი სახლი, როგორიც გსურთ.
მეტროპოლში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა პერსონალიზაციას და მომხმარებლების ჩანაფიქრებს. მთავარი, რაც დეველოპერულ კომპანიას ბაზარზე გამოარჩევს, ადამიანებზე ორიენტირებული საცხოვრებლების შექმნაა. თითოეული დეტალი, რომელსაც მეტროპოლი ქმნის, ადამიანს და მის კეთილდღეობას ითვალისწინებს – ჭერის სიმაღლის, ფუნქციური ზონების, განლაგების, ლოკაციის, დანიშნულების თუ ნებისმიერი სხვა პარამეტრის ჩათვლით.
ფოტო: მეტროპოლი
წარმატებული მაგალითი — მეტროპოლ ბაგები
იმის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ინვესტიციამ უძრავ ქონებაში — მეტროპოლ ბაგებია. პროექტი, რომელიც ნათლად აჩვენებს, რა სარგებლის მიღებაა შესაძლებელი სულ რამდენიმე წელიწადში.
მეტროპოლ ბაგების კორპუსის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო. წინასწარი გაყიდვების ფაზაში 1 კვ.მ-ის ფასი 800 დოლარს შეადგენდა. 2024 წლის ბოლოს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ფასი 1500 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს 1600 დოლარს გადააჭარბა. საბოლოო ფასთა სხვაობამ, საშუალოდ, 700-800 დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 100%-იან ზრდას ნიშნავს.
შესაბამისად, თუ მომხმარებელი მოგებიან ინვესტირებას ჩაიფიქრებს — სტატისტიკა, ბაზრის ტენდენციები და მეტროპოლ ბაგების მაგალითი აჩვენებს, რომ უძრავი ქონების შეძენა მშენებლობის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი და მოგებიანი ნაბიჯია საინვესტიციო სამყაროში.
--
მეტროპოლის შესახებ
დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა.
მეტროპოლი გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანიის პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 6 მიმდინარე და 5 დაგეგმილი პროექტია.
თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი მეტროპოლ ბაგები, ამჟამად პროექტების — მეტროპოლ ქავთარაძისა და მეტროპოლ ორთაჭალის მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთანავე, მეტროპოლის პირველი სუბურბანული პროექტის — მეტროპოლ ლისის მშენებლობა დაიწყო.
ბათუმში აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები — მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო — Royal Tulip განთავსდება. გარდა ამისა, ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მეტროპოლ პარალელის მშენებლობა დაიწყო, რომელიც პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.
მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები