"მოჩვენებათა ქალაქი" თურქეთში — რატომ ჩაიშალა ბურჯ ალ-ბაბასის პროექტი?
ფოტო: Getty Images
თუ უოლტ დისნეის სამყარო დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადგილია, მაშინ ბურჯ ალ-ბაბასი შესაძლოა ყველაზე შემზარავი იყოს. შავი ზღვის სანაპიროსთან მდებარე ქალაქი სავსეა ნახევრად დასრულებული და სრულიად მიტოვებული ციხესიმაგრეებით.
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებული პროექტი — ბურჯ ალ-ბაბასი — დაგეგმილი იყო, როგორც მდიდრული, დიდებული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მეფური ცხოვრების სტილს შესთავაზებდა ყველას, ვინც მზად იყო საკუთარი პატარა სასახლისთვის 370,000-დან 500,000 დოლარამდე გადაეხადა.
მაშ, როგორ გადაიქცა მდიდრული საცხოვრებელი კომპლექსი მოჩვენებათა ქალაქად?
ვინ ააშენა ბურჯ ალ-ბაბასი?
Sarot Properties Group, დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც იმავე ტერიტორიაზე წარმატებით დაგეგმა და ააშენა ორი სასტუმრო, ხოლო ბურჯ ალ-ბაბასი მათი შემდეგი ნაბიჯი იყო — ევროპული სასახლეების შთაგონებით შექმნილი კომპლექსი მდიდრებისთვის. მათ, ვისაც არ აინტერესებდა საფრანგეთის სამხრეთი ან ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საცხოვრებელი ადგილები — ხმელთაშუა ზღვის კლიმატით ტკბობა გოთური სტილის ტერასებზე შეეძლოთ.
მუდურნოს რეგიონში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის ყველა სასახლე იატაკქვეშა გათბობითა და ჯაკუზით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი, თუმცა ბურჯ ალ-ბაბასს მალევე სხვა მიტოვებული ქალაქების ბედი ეწია.
ფოტო: Shutterstock
რატომ ვერ დასრულდა პროექტი?
მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ოთხ წელს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მალევე დეველოპერები იძულებულები გახდნენ, პროექტი შეეჩერებინათ. მოსახლეობამ მშენებლობა დაწყებისთანავე გააპროტესტა, რადგან ციხესიმაგრეები არაფრით ჰგავდა იმ ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ, ოსმალური სტილის სასახლეებს.
სასამართლოში დეველოპერების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ასევე ნათქვამი იყო, რომ კომპანიამ პროექტის განსახორციელებლად ხეები გაჩეხა და გარემო დააზიანა, მალევე თურქეთის ეკონომიკასაც პრობლემები შეექმნა და Sarot Properties Group-ი გაკოტრდა.
ფოტო: Getty Images
საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა გრანდიოზული, მრავალმილიონიანი დასასვენებელი ადგილის ნაცვლად, ბურჯ ალ-ბაბასი დისტოპიურ რომანში არსებულ საცხოვრებელს დაემსგავსა.
როდის დასრულდება ქალაქის მშენებლობა?
2019 წელს დეველოპერებმა სცადეს, რომ პროექტი გაეგრძელებინათ, თუმცა ფინანსურმა კრიზისმა და პანდემიამ მათი გეგმები კიდევ ერთხელ შეაჩერა.
მასშტაბურ სამშენებლო პროექტს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აქტიურად უჭერდა მხარს. მას სჯეროდა, რომ ინფრასტრუქტურაში სამუშაო ადგილების შექმნა და უძრავი ქონების გაყიდვები ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიკეთო იქნებოდა. თუმცა, დასუსტებული თურქული ლირა ბიზნესისთვის უკიდურესად ართულებს მსხვილი სამშენებლო პროექტების დასაფინანსებლად დაგროვილი საგარეო ვალების დაფარვას.
შეუძლებელია იმის თქმა, რომ პროექტი ოდესმე გაახლდება, თუმცა ამ ეტაპზე ეს ნაკლებად სავარაუდოა.
როგორი უნდა ყოფილიყო სასტუმრო
ფოტო: Sarot Group
როგორ გამოიყურება სასახლე შიგნიდან
ფოტო: Getty Images
შეგვიძლია ქალაქში ცხოვრება?
ამ დროისთვის, მამულებით მოფენილი ხეობა ცარიელი და ნახევრად დასრულებულია, უფრო ზუსტად, 732 სასახლის ნაცვლად 572 აშენდა, ხოლო დარჩენილი სასახლის მშენებლობა დაწყებულია, მაგრამ მათგან არც ერთი არ დასრულებულა, ამიტომ ქალაქი საცხოვრებლად უვარგისია.
შორიდან ნაცრისფერ სახურავიანმა სახურავმა, შესაძლოა, დისნეის ფილმი — მზეთუნახავი და ურჩხული — მოგვაგონოს, თუმცა სასახლეს თუ შიგნიდან დავაკვირდებით, ბურჯ ალ ბაბასი შემზარავი პოსტ-აპოკალიფსური იერით გამოირჩევა, ნაწილობრივ დასრულებული ციხესიმაგრეებით, უსწორმასწორო ლანდშაფტით და სიცოცხლის ნულოვანი ნიშნით.
ფოტო: Getty Images
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ცხოვრება არ შეგიძლიათ, გონივრულია იფიქროთ, შესაძლებელია იქ მისვლა? ოფიციალური პასუხია, რომ იქ ვერ ნახავთ ბილეთების ჯიხურს ან ბამბის ნაყინს, რომელიც დაგხვდებათ იმ უზარმაზარ ღირსშესანიშნაობაში, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ტურისტებს, რომ ნახევრად დასრულებულ "ზღაპრულ ქალაქში" იხეტიალონ.
"იქ მოხვედრა და შესვლა არც ისე მარტივი ამოცანაა", — ამბობს მოგზაური ილკე ოპერმანი
მოგზაური გვირჩევს, რომ თუ ბურჯ ალ-ბაბასში მოგზაურობას გადავწყვეტთ, არასოდეს ვესტუმროთ მას ზამთარში, რადგან იმ პერიოდში დიდთოვლობაა. ხოლო, წელიწადის სხვა დროებში ვიზიტისას, ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილები.
"თუ გადაწყვეტთ წასვლას, უყურეთ, სად დგახართ, რადგან აქ დაუსრულებელი კონსტრუქციები და გაყვანილობებია, ამიტომ ფრთხილად იყავით", — ამბობს ოპერმანი
ფოტო: ShutterStock
ამ დროისთვის, ბურჯ ალ-ბაბასს დასრულება არ უწერია, თუმცა ფარ-ხმლის დაყრა ჯერ კიდევ ადრეა — შესაძლებელია "მოჩვენებათა ქალაქი" ოდესმე ზღაპრულ ქალაქად გადაიქცეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები