მამუკა ხაზარაძე: "ქვეყნის გათავისუფლება და დეოკუპაცია რუსული ხელისუფლებისგან უნდა დაიწყოს თბილისიდან!"
"ქვეყნის გათავისუფლება და დეოკუპაცია რუსული ხელისუფლებისგან უნდა დაიწყოს თბილისიდან! ეს უნდა იყოს ზეპარტიული, თავდადებული ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად!" — ამის შესახებ ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, "საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა, იმ საპროტესტო თბილისისგან, რომელშიც გაერთიანდება ყველა საპროტესტო ხმა".
ადგილობრივ თვითმმართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ლელოს ლიდერი ამბობს, რომ "თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა"
"თბილისი ყოველთვის იყო ქვეყანაში ყველა ცვლილებისა და განვითარების ავანგარდში, ასე იყო ისტორიულად — ასე უნდა გავაკეთოთ ახლაც!
დიახ, რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს! ამისათვის საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა/შტაბი, იმ საპროტესტო თბილისისგან, რომელშიც გაერთიანდება ყველა საპროტესო ხმა, ვისაც აღარ უნდა რუსულ რეჟიმში ცხოვრება, რომელიც უკვე 200 დღეა ქუჩაში დგას და იბრძვის!
თბილისი უნდა გახდეს პოლიტიკური წინააღმდეგობისა და ბრძოლის მთავარი პლაცდარმი, მაგალითი ისტორიული ბრძოლისა, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე აჩვენებს, რომ სწორედ იმ ბრძოლას მოვიგებთ, სადაც ვიცით, რომ ბიძინა გაყალბებას გეგმავს — შეგვიძლია მოვიგოთ იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ უფრო ბევრნი ვართ და ვიბრძოლებთ ყველა უბანზე, თითოეული ხმისთვის.
მითუმეტეს, ყველას გვახსოვს, რომ თბილისში მასიური გაყალბების პირობებში, 2024 წელს ოპოზიციურმა ხმამ გაიმარჯვა და დედაქალაქში არჩევნები მოგებული გვაქვს.
არ შეიძლება ამ გამარჯვების ბრძოლის გარეშე დათმობა — ეს იქნება დიდი უპატიებელი შეცდომა!
დღეს, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვინდა, ამ ბრძოლაშიც უნდა ჩავერთოთ, ქუჩის პროტესტის პარალელურად. ოკუპაციასთან ბრძოლა ყველგან უნდა გავმართოთ!
თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა. დაე, საპროტესტო თბილისმა არჩევნებამდე განსაზღვროს ვის ჩააბარებს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, "პროტესტი" და ქალაქი მოძებნის 50 დამოუკიდებელ მებრძოლს, პროფესიონალს, პატიოსან მოქალაქეს, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ღირსეულად იბრძოლებს თბილისის ყველა სხვა გამოწვევისთვისაც.
ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს ზეპარტიული! ამ კანდიდატებს პარტიები უნდა დაუდგნენ გვერდით, თავისი სრული ინფრასტრუქტურით და რესურსებით. ეს უნდა იყოს საყოველთაო სამოქალაქო პროტესტი!
მზად ვართ ყველა კომპრომისისთვის ერთიანი ახალი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს, რათა თბილისში ხელისუფლება საპროტესტო საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ, თავისუფალ ადამიანებს ჩავაბაროთ.
მე და ჩემი თანაპარტიელები არ ვაპირებთ ვიბრძოლოთ მანდატებისთვის. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დეოკუპაციისთვის, რასაც რუსული რეჟიმისგან დედაქალაქის გათავისუფლებით დავიწყებთ და ეს ტალღა მთელ საქართველოს მოიცავს!
ეს არ არის ბრძოლა საკრებულოს მანდატებისთვის — ეს ბრძოლაა საქართველოს დეოკუპაციისთვის! ეს უნდა იყოს სახალხო ბრძოლა თბილისისთვის!
ვიცი, ბევრნი ვართ ვინც რუსულ რეჟიმს არ ეგუება! — ამიტომ, ბევრნი გამოვიდეთ და ყველა შესაძლო უსამართლობასა თუ გაყალბებას ადგილზე გავცეთ პასუხი და ჩავშალოთ გაყალბების ყველა მცდელობა, თუ საჭიროა არჩევნებიც!
ტოტალური გაყალბების მიუხედავად, ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ივანიშვილის რეალური სახე, მივაღწიეთ მისი მთავრობის საერთაშორისო არაღიარებას, ვაქციეთ არალეგიტიმურად და ქმედუუნაროდ, დავტოვეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე.
იგივე ბრძოლა უნდა გავიაროთ და არაღიარებული და ქმედუუნარო დავტოვოთ ახლა უკვე ქალაქების, სოფლების და მუნიციპალიტეტების დონეზე! ამისთვის ბრძოლა ღირს!
ამავე დროს, მთავარი მოთხოვნა — ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უცვლელად მთავარ მოთხოვნად რჩება! ბრძოლა ბოლომდე - ყველა ფრონტზე!" - წერს მამუკა ხაზარაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები