ბეკომ საქართველოს ბაზარზე მუშაობის 20 წლის იუბილე უამრავი სიურპრიზითა და გალა საღამოთი აღნიშნა
ფოტო: ბეკო
უკვე ოცი წელია, რაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებით მსოფლიოში ცნობილი კომპანია ბეკო საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. კომპანია პირველად, ერთი მაღაზიით, 1997 წელს გამოჩნდა და დღეს უკვე 61 მაღაზიას აერთიანებს.
2017 წლის სექტემბერში კომპანიას საქართველოში მუშაობის ოცი წლის იუბილე ჰქონდა, რომელიც უამრავი სიურპრიზით, აქციით, გრანდიოზული გათამაშებითა და გალა საღამოთი აღნიშნა.
დაბადების დღისთვის მზადება დღის პირველ ნახევარში დაიწყო. თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვილად შენიშნავდით ბრენდირებულ მანქანებს, ბუშტებსა და სხვა სადღესასწაულო ნივთებს. უცხო თვალისთვის ადვილად შესამჩნევი იყო, რომ აქ განსაკუთრებული ღონისძიება უნდა გამართულიყო.
შუა დღეს, 14:00 სთ.-ზე, ბეკოს წარმომადგენლები ჟურნალისტებს შეხვდნენ და მიმდინარე სიახლეებზე, ბეკოს დაბადების დღესა და საქართველოში გატარებულ ოც წელიწადზე ისაუბრეს. კომპანიის გენერალური დირექტორმა, მეჰმეთ მელექმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბაზარზე ოპერირებით კომპანია ძალიან კმაყოფილია. მისი თქმით, ბეკო კიდევ ვითარდება და უამრავ სიახლეს შესთავაზებს თავის მომხმარებელს.
„ჩვენი ძალიან ამაყი და ბედნიერი ვართ, რომ ბეკო თავის მეოცე წლის იუბილეს აღნიშნავს საქართველოში. ამ ხნის განმავლობაში ბეკომ სამოცდაერთი მაღაზია და ხუთი სერვისცენტრი შექმნა, რაც ძალიან გვახარებს. ოცი წლის იუბილეზე, გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებლებისთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა და 2017 წლის ტოიოტა კოროლა გაგვეთამაშებინა. ეს იქნება მადლობა, რომელსაც ერთგულ მომხმარებლებს გადავუხდით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ მომხმარებლებზე და ამას მოწმობს ჩვენი აქციები და სერვისი, რომელსაც ვთავაზობთ. ბეკო გაჩერებას არ აპირებს და ის უფრო დიდ მიზნებს დაისახავს“, აღნიშნა მეჰმეთ მელექმა
ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ, ივენთ ჰოლის წინ, ბეკოსა და მისი პარტნიორი კომპანიების საიუბილეო ბაზრობა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო გამაგრილებელი სასმელები, ბეკოს მაცივრით დამზადებული ნაყინი, სანტეს ნატურალური იოგურტები და სხვა გემრიელობები. მათი გასინჯვა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო. ამ საჩუქარმა, როგორც აღმოჩნდა, ძალიან გააბედნიერა სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში თავს დატრიალებდნენ ღიმილითა და ხალისით სავსე პრომო გოგონებს. აქცია მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ხალხის ნაკადიც არ წყდებოდა.
დაბადების დღის კულმინაცია ივენთ ჰოლში დაგეგმილი კონცერტი და გათამაშება იყო, რომელიც საღამოს რვა საათზე იწყებოდა. ივენთ ჰოლში ბეკოს ღონისძიებაზე ხუთასამდე სტუმარი იყო დაპატიჟებული, მათ შორის ცნობილი მსახიობები, ტელეწამყვანები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და დიპლომატები. სტუმრები ფილარმონიის ტერიტორიაზე შვიდი საათიდან გამოჩნდნენ. საღამოს მანიკა ასათიანი და ნიკა წულუკიძე უძღვებოდნენ.
სტუმრებს შორის იყო თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელმაც მოგვიანებით, ბეკოს დაბადების დღე სცენიდან მიულოცა. დავით ნარმანიამ კომპანიის ბაზარზე არსებობას უმნიშვნელოვანესი უწოდა და სხვა დამსახურებებთან ერთად, ბეკოს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასაც გაუსვა ხაზი.
„მინდა ბეკოს სხვა დამსახურებისთვისაც გადავუხადო მადლობა. ყველას გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისის სტიქია, როცა ჩვენს დედაქალაქში ძალიან დიდი ზიანი მივიღეთ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ზარი განახორციელა და თანადგომა გამოხატა, კომპანია ბეკო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები იყო. მათი დახმარებით, საკმაოდ სერიოზული რესურსების მობილიზება მოხერხდა. ისინი დაეხმარნენ დაზარალებულ მოსახლეობას როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ისე ფინანსური სახსრებითაც, რომლითაც ბევრი ოჯახის გვერდში დგომა მოვახერხეთ“, აღნიშნა დავით ნარმანიამ
გალა საღამოს კულმინაცია 2017 წლის ტოიოტა კოროლას გათამაშება იყო. სცენაზე დოლურა გამოჩნდა, რომელშიც იმ მომხმარებლების საკონტაქტო ინფორმაცია იყო მოცემული, რომლებმაც ბეკოს მაღაზიებში ას ლარზე მეტი ოდენობის შენაძენი გააკეთეს. გათამაშების ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ოთარ ტატიშვილს დაევალა, რომელმაც ერთ-ერთი მომხმარებლის გათამაშების ბილეთი ამოიღო. აღმოჩნდა, რომ იღბლიანმა მომხმარებელმა ბეკოში მაცივარი შეიძინა და სწორედ ამ შენაძენის დამსახურებით ტოიოტა კოროლა ქუთაისში გაემგზავრა.
გათამაშების შემდეგ სცენაზე ცნობილი ქართველი მუსიკოსები გამოჩნდნენ. მოწვეული სტუმრებისთვის გიორგი ცაგარელმა გია ყანჩელის კომპოზიცია შეასრულა, ხოლო მის შემდეგ სცენა ნუცა ბუზალაძემ დაიკავა, რომელმაც ბეკოს დაბადების დღე თურქულად მიულოცა და სპეციალურად კომპანიისთვის თურქული სიმღერაც შეასრულა.
გალა საღამოს მიწურულს მედიასთან კომენტარი გააკეთა თურქეთის ელჩმა, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ. მისი თქმით, ის ამაყობს, რომ წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელიც ბეკოს აწარმოებს. ამასთან, თურქეთის ელჩმა საქართველო-თურქეთის დიპლომატიურ ურთიერთობებზეც ისაუბრა.
„ბეკო აღარ არის უბრალოდ თურქული ბრენდი, ის გლობალური ბრენდების კატეგორიას განეკუთვნება. მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში ბეკოს მაღაზიებია, რაც მის სიდიადეს უსვამს ხაზს. სწორედ ამიტომ, ვამაყობ, რომ წარმოვადგენ იმ ქვეყანას, სადაც ბეკო იწარმოება. ამასთან, ვამაყობ, რომ საქართველოში ვარ და ვესწრები ბეკოს ოცი წლის იუბილეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს აღინიშნება საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდახუთი წლის იუბილეც. ამ ოცდახუთი წლიდან კი, ოცი წელი, ბეკოსთან ერთად გავატარეთ.“ - აღნიშნავს ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.
ბეკოს დაბადების დღე ღამის პირველ საათზე, ფეიერვერკით დასრულდა. საღამო ძალიან კარგი და ეფექტური გამოვიდა, რაზეც სტუმრების განწყობაც მეტყველებდა. ბეკო აგრძელებს საქართველოში მოღვაწეობას და მის მომხმარებელს ახალ და საუკეთესო ხარისხის პროდუქციას ჰპირდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში












კომენტარები