ტრამპმა G7-ის სამიტი დატოვა — ზელენსკისთან შეხვედრა აღარ შედგება
ფოტო: DW
ორშაბათს, 16 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ შეეწყვიტა მონაწილეობა G7-ის სამიტში, რომელიც კანანასკისში, კანადაში იმართება. ამ ნაბიჯის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა. მანამდე ტრამპი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერს და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდა.
თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასა და ინფორმაციას G7-ის სამიტის პირველი დღის შესახებ DW ავრცელებს.
ტრამპის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ამერიკელმა ლიდერმა სამიტზე "შესანიშნავი დღე გაატარა", როდესაც ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან მნიშვნელოვან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. "ბევრი რამ მიღწეული იქნა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, პრეზიდენტი ტრამპი საღამოს სახელმწიფოს მეთაურებთან ვახშმის შემდეგ [აშშ-ში] გაემგზავრება".
CBS News-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კანადიდან ვაშინგტონში თეთრი სახლის ხელმძღვანელთან ერთად მიფრინავს. CNN-ის ცნობით, ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის პერსონალს, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ვაშინგტონში, თეთრი სახლის "სიტუაციურ ოთახში" შეკრება დაავალა. ეს არის ოთახების კომპლექსი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, მისი მრჩევლები და სამხედრო და სადაზვერვო სააგენტოების წარმომადგენლები იყენებენ კრიზისულ სიტუაციებში სასწრაფო შეხვედრების ჩასატარებლად. სიტუაციურ ოთახში დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობა სახელმწიფოს მეთაურს საშუალებას აძლევს, მთელ მსოფლიოში ამერიკული ჯარები მართოს.
ლივიტის მიმართვამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ამერიკელმა ლიდერმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი" და "ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თეირანი".
"ირანს "შეთანხმებისთვის" ხელი უნდა მოეწერა, მე ვუთხარი, რომ უნდა გაეფორმებინათ. როგორი სამწუხაროა და ადამიანთა სიცოცხლის როგორი გაფლანგვაა. მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, ირანს ბირთვული იარაღი ვერ ექნება. ამას ბევრჯერ ვიმეორებდი! თეირანიდან ევაკუაცია ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს!", — წერს ტრამპი.
სტარმერის გარდა, აშშ-ის პრეზიდენტმა კანანასკისის სამიტის ფარგლებში 20-წუთიანი საუბარი გამართა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთანაც. ორმა ლიდერმა განიხილა ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები, რომლებიც მეოთხე დღეა მიმდინარეობს და შეთანხმდნენ, რომ უნდა მოიძებნოს გზები ესკალაციის შესაჩერებლად და რომ ირანის ბირთვული პროგრამა უნდა შეჩერდეს.
AP იუწყება, რომ სამშაბათს, 17 ივნისს, ტრამპი ასევე უნდა შეხვედროდა მექსიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს კლაუდია შეინბაუმს და ვოლოდიმირ ზელენსკის. თუმცა, როგორც ჩანს, ეს შეხვედრები ვეღარ შედგება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ტრამპის ვაშინგტონში საგანგებო გამგზავრება "დადებითი ამბავია" იმ კონტექსტში, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პირობა დადო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები