სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა — 500 Global in Eurasia-ს ფარგლებში Demo Day გაიმართება
ფოტო: საქართველოს ბანკი
500 Global, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით, 20 ივნისს 500 Global in Eurasia-ს ინტენსიური გადამზადების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას, Demo Day-ს გამართავს.
ეს არის შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, საკუთარი იდეები ფართო აუდიტორიას გააცნონ, დაამყარონ ღირებული კავშირები, რომლებიც მათ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
500 Global in Eurasia 12 კვირიანი, სტარტაპების გადამზადების ინტენსიური პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გამოიმუშავებენ ყველა იმ საჭირო უნარს და იძენენ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც მათ სწრაფ ზრდაში დაეხმარება. პროგრამაში მონაწილეობა უკვე მიიღო აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის 80-ზე მეტმა სტარტაპმა. წელს კი 5 ქვეყნის 8 სტარტაპი გადამზადდა.
Demo Day-ს ფარგლებში, აუდიტორიას საკუთარ ბიზნეს იდეებს შემდეგი სტარტაპები გააცნობენ:
Cuid
Cuid ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციასა და დაცვის სისტემის ხელმისაწვდომობის ზრდას ბიზნესებისთვის და კერძო მესაკუთრეებისთვის.
Evolve
Evolve ამარტივებს ბიზნესისთვის გადამზადების პროცესს. მისი დახმარებით, ბიზნესს საშუალება ეძლევა, სულ რაღაც 24 საათში ყოვლისმომცველი კურსები და ტრენინგები შექმნას.
TrustExam.ai
TrustExam.ai უნივერსიტეტებისთვის, კორპორაციებისთვის, HR-ებისა და მთავრობებისთვის შექმნილი AI ხელსაწყოს გამოყენებით უზრუნველყოფს გამოცდების სანდოობას.
Aspis
Aspis შეიქმნა DeFAI Powerhouse AI-Agent-ებით ვაჭრობისთვის. Aspis არის ჩატზე დაფუძნებული ასისტენტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ციფრული აქტივების პორტფელის მართვაში, გადაწყვეტილებების მიღებისას ემოციური ფაქტორის გამორიცხვით. თქვენ უბრალოდ უგზავნით მას დავალებას ინგლისურად, პასუხს კი იღებთ მომენტალურად.
Quissly
Quissly ჩატზე დაფუძნებული პროდუქტების საძიებო სისტემაა, რომელიც ონლაინ მოვაჭრეებს ეხმარება, შექმნან მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და ხელი შეუწყონ გაყიდვების ზრდას.
Aino
Aino prompt-ზე დაფუძნებული მდებარეობის დაზვერვის პლატფორმაა, რომელიც გეო-მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მეშვეობით, ეხმარება მონაცემთა ანალიტიკოსებს, არქიტექტორებს, ურბანულ დამგეგმარებლებსა და სხვა დარგის წარმომადგენლებს, იმუშაონ სივრცით მონაცემებზე გლობალურად, სპეციფიკური GIS უნარების გარეშე.
Faqtor
Faqtor – იყიდე ახლა, გადაიხადე მერე – გადაწყვეტა ბიზნესისთვის. პლატფორმა კომპანიებს სთავაზობს სესხს იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. დამტკიცების პროცესის დასაჩქარებლად, Faqtor იყენებს AI-ზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც სესხის დამუშავების დროს კვირებიდან რამდენიმე დღემდე ამცირებს.
Alaqan
Alaqan-ის მეშვეობით შესაძლებელია ავტორიზაციის გავლა და გადახდა ხელის გულის გამოყენებით.
ინფორმაციისთვის, 500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნება სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები