თეონა აქუბარდია: უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება მხოლოდ ასუსტებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ამას კრემლი ბიძინას ხელით ახდენს!
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი
პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი თეონა აქუბარდია ოცნების ხელისუფლების მთავრობის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, "ბოლო 2 თვეში დაზვერვის სამსახურის გაუქმება და სუს-თან შერწყმა, ახლა კი უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება მხოლოდ ასუსტებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ამას კრემლი ბიძინას ხელით ახდენს!"
"თევზი თავიდან ყარს და სანამ ამას არ შევცლით არაფერი შეიცვლება, განსაკუთრებით კი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვის ჭრილში. 2017 წლიდან მოყოლებული უკვე მეორედ აუქმებენ უსაფრთხოების საბჭოს კანონით და ეს იმიტომ, რომ შეძლეს 2017 წელს შეტანილი ცვლილებებით ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება კონსტიტუციით და უარი თქვეს საკონსტიტუციო ცვლილებების დროს თუნდაც კონსტიტუციაში ყოფილიყო პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული უსაფრთხოების საბჭო. ახლა როცა მეორედ აუქმებენ უსაფრთხოების საბჭოს გაცხადდა თუ რატომ მოხდა ასე ჯერ კიდევ 2017 წელს: როგორც ჩანს ემზადებოდნენ ორივე საბჭოს გაუქმების შემდეგ 2019 წელს კანონით შექმნილი მკვდრადშობილი უსაფრთხოების საბჭოს კანონის ძალით გასაუქმებლად. საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის შემთხვევაში ამას ვერ იზამდნენ.
ტყუილია ის, რომ უსაფრთხოების საბჭოები საპარლამენტო მოდელში არ არსებობს და მთავრობა როგორც კოლექტიური ორგანო ითავსებს მას, რადგან ყველა მეზობელს და ევროკავშირის ქვეყანას ეს საბჭო საპარლამენტო წყობაში მეტწილად პრეზიდენტთან ან პრემიერთან აქვს. მხოლოდ გერმანიას არ აქვს ცალკე უსაფრთხოების საბჭოს სახით არსებული ინსტიტუტი და კანონპროექტით გაუქმების საბაბიც შესაბამისად ტყუილია!
მიზანი ამ ცვლილებების უკვე მეორედ უკვე ინსტიტუტების ფორმალური მიტაცების შემდგომ მისი გაუქმებაა. რადგან უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მიზნით შექმნილი ველოსიპედია, ხოლო კობახიძეს არც მისი ტარება და არც თავად ეს უნიკალური ველოსიპედი სჭირდება, რადგან მხოლოდ ბიძინას და რეჟიმის უსაფრთხოებას იცავს. შეგახსენებთ რომ 2011 წლიდან არ განახლებულა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, 2018 წლიდან საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგია. სიტუაციური ოთახი კი, რომელიც ბრიტანელების დახმარებით შეიქმნა ყველა ტიპის კრიზისის პოლიტიკურ დონეზე კოორდინაციის მიზნით არ გამოიყენეს. ეს იყო უსაფრთხოების საბჭოს საქმე კანონით!
1994 წლიდან საქართველოს კონსტიტუციით ჰქონდა ეროვნული უშიშროების საბჭო. ზვიად გამსახურდიას დროსაც არსებობდა ის ბოლო 2 წელი. 2018 წლიდან კი ივანიშვილის ხელით ამ ინსტიტუტების დაკნინება და გაუქმება კრემლის დავალებით შესრულებას ჰგავს. ბოლო 2 თვეში დაზვერვის სამსახურის გაუქმება და სუსთან შერწყმა, ახლა კი უსაფრთხოების საბჭოსი მხოლოდ ასუსტებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ამას კრემლი ბიძინას ხელით ახდენს!", — წერს თეონა აქუბარდია.
ცნობისათვის, ქართული ოცნების მთავრობამ ოცნების ხელისუფლების პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინიციირებული ცვლილების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან გაუქმდება და "მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები