გაცნობის ეს საიტი ბრაუზერის ისტორიით გაწყვილებთ — აი, როგორ
ფოტო: Getty Images
გაცნობის პლატფორმები მთელ მსოფლიოში პოპულარობას არ კარგავს. მეტიც, ყოველწლიურად იქმნება ახალ-ახალი საიტები და აპლიკაციები, რომლებიც პარტნიორის პოვნას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით გპირდებიან. თუმცა, აქამდე არავის მოსვლია აზრად, შესაფერისი ადამიანის მოსაძებნად ბრაუზერის ისტორია გამოეყენებინა...
Browser Dating — ასე ჰქვია ვებსაიტს, რომელიც ბელგიელმა დეველოპერმა დრის დეპორტერმა შექმნა. დეპორტერის თქმით, ამოსავალი წერტილი მისთვის "გულწრფელობა" იყო: იმ ეპოქაში, როცა პარტნიორის მოსაძებნად იდეალურად დამუშავებულ ფოტოებსა და ინფორმაციას იყენებენ, ამ საიტის შემქმნელს სურს, მომხმარებელმა სინამდვილე დაინახოს და არა — შირმა.
სწორედ ამიტომ, Browser Dating-ში საკუთარ თავს ვერ დამალავ — თუკი გსურს, პლატფორმის მეშვეობით შეხვდე პარტნიორს, წინაპირობაა, რომ მას შენი ბრაუზერის ისტორია გაუზიარო: რას ეძებდი ინტერნეტში, რომელი ვებგვერდები მოინახულე... თან, თავად ვერც კი აირჩევ, რომელი ნაწილი გაუზიარო და რომელი — არა.
ექსპერიმენტული ვებსაიტით ბევრი დაინტერესდა — გაშვებიდან პირველივე კვირაში ათასზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა პლატფორმაზე. მსურველებმა ჯერ Chrome-ის ან Firefox-ის "ექსთენშენი" უნდა ჩამოტვირთონ, რათა საიტს ბრაუზერის ისტორიაზე წვდომა მისცენ. შესავსები აპლიკაციის დანარჩენი მონაცემები კი სტანდარტულია: რამდენი წლის ხარ, სად ცხოვრობ, ვის ეძებ...
ინფორმაცია მუშავდება და როცა საიტი პოტენციურ პარტნიორს შემოგთავაზებს, მის ბრაუზერის ისტორიას კი არ ნახულობ, იგებ საინტერესო ფაქტებსა და საერთო ინტერესებს ამ მონაცემებზე დაყრდნობით — თუნდაც იმას, რომ ერთსა და იმავე დროს აქტიურობთ ინტერნეტსივრცეში.
ფოტო: Victoria Heath / Unsplash
სხვა მსგავსი პლატფორმების სააბონენტო გადასახადისგან განსხვავებით, Browser Dating-ით სარგებლობისთვის მხოლოდ ერთჯერადად უნდა გადაიხადო 9 ევრო. შესაძლებელია უფასო ვერსიით სარგებლობაც, მაგრამ ის მხოლოდ ხუთ პოტენციურ პარტნიორს გიჩვენებს.
საიტის გაშვებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა იდეა მოიწონა, ზოგს კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები აფიქრებს, რადგან პლატფორმას პერსონალურ მონაცემებზე აქვს წვდომა. თუმცა, დეპორტერის თქმით, იგი გუგლის ხელსაწყო Firebase-ს იყენებს ინფორმაციის დასამუშავებლად და შესანახად. დეველოპერის ამტკიცებს, რომ ინფორმაცია ინტერნეტში არსად არ ვრცელდება.
დეპორტერი კიდევ იმას ამბობს, რომ "მაჭანკლობის ექსპერტი" არაა. მე ხელოვანი ვარო, აღნიშნავს იგი და ამატებს, რომ თავისი ექსპერიმენტული პროდუქტებით ტექნოლოგიების პოტენციალის ჩვენება სურს. სამომავლოდ კი საიტს სხვა ფუნქციებიც დაემატება, მაგალითად, პირველი პაემნისთვის ლოკაციის რეკომენდაციები. თუმცა, მომხმარებლების ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ Browser Dating ახალი მეგობრების საპოვნელად უფრო გამოდგება, ვიდრე — რომანტიკული პარტნიორის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები