IPI: 28 ჟურნალისტი დაჯარიმდა 5,000 ლარით "გზის გადაკეტვისთვის" პროევროპული აქციების გაშუქებისას
ფოტო: NEWS.On.ge
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 28 ნოემბრის შემდეგ, სულ მცირე 13 ჟურნალისტი იყო დაკავებული, ხოლო 246-ზე მეტმა ჟურნალისტმა გადაიტანა ფიზიკური შევიწროება, სამართლებრივი დევნა და დაჯარიმება.
განცხადებაში ასევე საუბარია Mapping Media Freedom-ის მონაცემებზე — 28 ჟურნალისტს დაეკისრა 5,000 ლარის ჯარიმა პროევროპული აქციების გაშუქებისას გზის გადაკეტვის ბრალდებით. ზოგიერთ ჟურნალისტს ჯარიმა არაერთხელ დაეკისრა.
განცხადების ბოლოს ვკითხულობთ, რომ IPI მოუწოდებს ქართულ ოცნებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მედიის დევნა, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
"როგორც მმართველი პარტია ქართული ოცნება აძლიერებს ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციის მცდელობებს, დამოუკიდებელი მედია უპრეცედენტო ზეწოლის წინაშე დგას და ფაქტობრივად გადარჩენისთვის იბრძვის. ჟურნალისტები გახდნენ დაკავებების, ფიზიკური ძალადობის, თვითნებური დაჯარიმების, ცენზურის, ასევე ფინანსური და ინსტიტუციური რეპრესიების სამიზნე.
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) სხვა მედიის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებთან ერთად კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ევროპულ კავშირს, მოახდინოს ეფექტიანი ზეწოლა მმართველ პარტია ქართულ ოცნებაზე, რათა დასრულდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობა და იქნეს დაცული დემოკრატიული პრინციპები და მედიის თავისუფლება. ასევე, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მიუხედავად მზარდი ზეწოლისა, კვლავაც არ ჩერდებიან.
ბოლო თვეებში, ქართულმა ოცნებამ მიიღო არაერთი რეპრესიული კანონმდებლობა, მათ შორის — კანონი "უცხოური აგენტების შესახებ", ასევე ცვლილებები გრანტებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში.
ამ კანონების თანახმად, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ემუქრებათ სისხლისსამართლებრივი დევნა, თუკი სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ მათ "უცხო ქვეყნის ინტერესით" იმოქმედეს და განზრახ არ დარეგისტრირდნენ. ამასთან, უცხოური გრანტის მიღებამდე, მედიასა და NGO-ებს სავალდებულო ხდება მთავრობის ან მისი მიერ დანიშნული პირის თანხმობის მიღება. კანონის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს ისეთიც კი, როგორიც არის ჟურნალისტებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული უფასო ტრენინგები.
მძიმე საფრთხე ემუქრება დამოუკიდებელი მედიის არსებობას საქართველოში – შესაძლოა, ისინი რამდენიმე თვეში იძულებულნი გახდნენ დაიხურონ, რაც საზოგადოებას თავისუფალი და დამოუკიდებელი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას წაართმევს.
ბოლო თვეებში, საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტები ხშირად დაჯარიმდნენ. Mapping Media Freedom-ის მონაცემებით, 28 ჟურნალისტს დაეკისრა 5,000 ლარის (დაახლოებით 1,600 ევრო) ჯარიმა იმისთვის, რომ მათ "გზა გადაკეტეს" პროევროპული აქციების გაშუქებისას თბილისში. ზოგიერთ ჟურნალისტს ჯარიმა არაერთხელ დაეკისრა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (GPB) უკვე დიდი ხანია პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქცა ქართული ოცნების ხელში და დაბრკოლებას უქმნის ჟურნალისტებს, რომლებიც პოლიტიკურად დამოუკიდებელი გაშუქების მცდელობას ახორციელებენ. ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გაათავისუფლა ჟურნალისტები ვასილ ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი, მას შემდეგ, რაც მათ მაუწყებელში პოლიტიკური ზეგავლენა საჯაროდ გააპროტესტეს. მოგვიანებით ზაუტაშვილის საავტორო გადაცემა "რეალური სივრცე" დახურეს.
ამავე დროს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების — ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც იანვარში დააკავეს, დღემდე უსამართლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. Mapping Media Freedom-ის თანახმად, 28 ნოემბრის შემდეგ, სულ მცირე 13 ჟურნალისტია დაკავებული სხვადასხვა ბრალდებით, ხოლო 246-ზე მეტმა ჟურნალისტმა გადაიტანა ფიზიკური შევიწროება, დისკრედიტაციის კამპანიები, პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა, სამართლებრივი დევნა და დაჯარიმება.
მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ეს მასშტაბური შეტევა მიმდინარეობს სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული თავისუფლებების მიზანმიმართული დემონტაჟის ფონზე.
საერთაშორისო ზეწოლის გარეშე — როგორც მმართველი პარტიის, ისე იმ ინსტიტუციების ხელმძღვანელებზე, რომლებიც მედიის წინააღმდეგ დევნის პროცესში მონაწილეობენ — დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა საქართველოში ვერ გადარჩება.
მედიისა და დემოკრატიული ღირებულებების დემონტაჟი, ჟურნალისტების უფლებების დარღვევა და საქართველოს გეოპოლიტიკური კურსის ცვლილება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მთელი რეგიონის დემოკრატიულ მომავალზე.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მოახდინოს ეფექტიანი ზეწოლა ქართულ ხელისუფლებაზე და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ მედიას. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას — დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მედიის დევნა, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი," — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები