ბაჩო ჯიქიძე — მუსიკოსი, რომლის ბასრი ენა სისტემებს ამხელს და გულებს ალღობს
ბაჩო ჯიქიძის მუსიკა სატირასა და რომანტიკას შორისაა, იგი სიმღერებში გვიყვება საქართველოს აბსურდულ პოლიტიკაზე და ამავდროულად ჩვენში აღვივებს ნაზ ემოციებს.
ფოტო: Bacho Jikidze/IG
ბაჩო ჯიქიძის შოუში არის მომენტი — შესაძლოა, მისი რომანტიკული ბალადების შესრულების დროს ან, როდესაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე მღერის — როდესაც ცხადი ხდება, რომ სცენაზე მყოფი კაცი უფრო მეტია, ვიდრე შესანიშნავი მუსიკოსი.
აფხაზეთში დაბადებული და 1992 წლის ომის დროს იძულებით გადაადგილებული ბაჩო ჯიქიძე ქვეყნისთვის რთულ პერიოდში გაიზარდა.
"ხალხი მეუბნება, რომ ფილოსოფოსი ვარ, რადგან ფილოსოფიას ვსწავლობდი, მაგრამ რეალურად არ ვარ", — მხრების აჩეჩვით ეუბნება ის OC Media-ს — "უბრალოდ ვიცი, რომ არაფერი ვიცი".
მისმა მოკრძალებამ, შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ, რადგან მას დაწერილი აქვს სიმღერები პლატონზე, არისტოტელესა და ფროიდზე, შექმნილი აქვს უამრავი სასიყვარულო ბალადა, ხოლო 2010-იანი წლების დასაწყისიდან მან თავი სოციალურ ქსელებში სატირითა და იუმორით სავსე პოლიტიკური კომენტარებით გამოიჩინა.
სატირამ უნდა გაგაცინოთ, მაგრამ ასევე უნდა გაგაბრაზოთ
— ამბობს ბაჩო ჯიქიძე.
აღსანიშნავია, მისი უკანასკნელი სიმღერა — დღეს მე სუსმა ამომიღო მიზანში, როგორ ზუსტად ასახავს ქართული საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობას. ავტორიტარიზმს, სახელმწიფო პროპაგანდასა და თავისუფლებას შორის მოქცეულ სისტემას, რომელიც ხალხს ქუჩაში თავს ესხმის და დემონსტრანტებს გზის გადაკეტვის გამო აურაცხელ ჯარიმებს უწერს.
"სატირა უიმედობიდან იწყება…ხედავ, როგორ სცემენ (პოლიციელები) ადამიანებს უმიზეზოდ და შენ რეალურად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.. შესაბამისად, მე სიმღერებს ვწერ", — ამბობს მომღერალი.
მისი ყველაზე პოპულარული სიმღერაა — სიმღერა ოლიგარქზე. იგი განსაკუთრებით აქტუალური იყო საქართველოში "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს. ის ფაქტი, რომ სიმღერა ვირუსულად გავრცელდა, ნაკლებად იყო დაკავშირებული ალგორითმებთან, არამედ იმასთან, რომ კანონის მიღების დღეს, კენჭისყრის დროს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ზუსტად ეს სიმღერა ჰქონდათ დემონსტრანტებს ჩართული.
"დავიღალე ოლიგარქის უკანალზე სიმღერით", — სიცილით ამბობს ბაჩო — "გეფიცებით, უკეთესი სიმღერებიც მაქვს".
მაგრამ ჯიქიძე მხოლოდ პროტესტზე არ მღერის, ის ასევე გვთავაზობს ნაზ, რომანტიკულ ბალადებს, მათ შორის სიმღერებს, როგორებიცაა — წითელთმიანი გოგონა, შენ გვიანდები, ვანგრევ კარს და ა.შ.
მისი ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა, ჩვენი უბნის გამგებელს, ჯიქიძის სატირის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. სიმღერაში ადგილობრივი ჩინოვნიკი — ნაწილობრივ ბიუროკრატი, ნაწილობრივ მაფიოზი — ადგილობრივი ქუჩის ბანდების პერსპექტივიდან არის წარმოდგენილი. როდესაც უბანში პრობლემა ჩნდება, გამგებელი ამ საკითხს მაფიოზური გზებით აგვარებს.
სიმღერის მიხედვით, როდესაც ქვეყანაში წინასაარჩევნო სეზონია, გუბერნატორი ადგილობრივებს სტუმრობს არა ტიპური საარჩევნო დაპირებებით, არამედ კანონიერი ქურდების მენტალიტეტისადმი ერთგულების კოდური მოწოდებებით.
კომპოზიციის ტექსტი სასაცილო და შემზარავი — იმის ცოდნა, როგორ იტაცებენ ეს ბანდები ხმებს სამეზობლოში — და ნაცნობია, განსაკუთრებით, თუ ოდესმე დაკვირვებიხართ საქართველოში ხმის მიცემის პროცესს და გინახავთ ქუჩის ბანდები, რომლებიც საარჩევნო ოლქებში პატრულირებენ.
მომღერლის თქმით, სიმღერა რეალურ ამბავზეა დაფუძნებული — "მეგობარმა მომიყვა გუბერნატორზე, რომელიც შავებში გამოწყობილი მოვიდა (კანონიერი ქურდებისთვის დამახასიათებლად) და საქმე მაფიოზური გზებით მოაგვარა", — ამბობს ჯიქიძე. თუმცა ამ ამბავს ბევრად საინტერესო დასასრული აქვს — სიმღერა თავად გუბერნატორმა მოისმინა და, ჩვენდა გასაკვირად, ძალიან მოეწონა.
გუბერნატორი ერთადერთი არ არის, ვინც ჯიქიძის სატირას ყოველთვის ვერ იგებს. მისი სიმღერა— ფოთელებო, არ გინდათ შფოთი ამის შესანიშნავი მაგალითია — გვთავაზობს ქართული ქალაქებისა და მათი "ნათელი მომავლისადმი" ირონიულ რითმას. მაგალითად, ის ჩამოთვლის საქართველოს ქალაქებს და აღნიშნავს, რომ ფოთს საუკეთესო პორტი ექნება, ბორჯომი საუკეთესო კურორტი იქნება, ბათუმს საუკეთესო ბულვარი ექნება და, რა თქმა უნდა, ამბობს, რომ ქუთაისი "ევროპის ცენტრი" გახდება.
სინამდვილეში, ეს სიმღერა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსპექტივიდანაა და მთლიანად სააკაშვილის გამოსვლების მიხედვით არის აწყობილი, ის თავის მიმართვებში სწორედ ამ დაპირებებს აჟღერებს.
"სააკაშვილის რამდენიმე ტყუილი დაპირება გამოვიყენე სიმღერაში, თუმცა ამას ყურადღება არავინ მიაქცია და რეპერტუარი ხალხმა პოზიტიურად აღიქვა", — ამბობს ჯიქიძე.
მისი მუსიკისთვის კონკრეტული ფორმულა არ არსებობს — ის ხშირად იმპროვიზაციას ანიჭებს უპირატესობას, ხოლო ტონალობასა და ტექსტს ხშირად იცვლის. მისი ბენდი, ესთეტი ბიჭები, სწორედ ამ ტექნიკებს მიჰყვება.
ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური მდგომარეობა მძიმეა და სატირაც ხშირად საშიში ხდება, ჯიქიძის მუსიკა იშვიათი სახის წინააღმდეგობაა — სასაცილო, სასტიკი და შემაძრწუნებელი.
"არამგონია, რომ ახლა დრო ჰქონდეთ ჩემთვის, მაგრამ თუ სუსი ნამდვილად მოვა ჩემთან, მზად ვარ...საბოლოოდ, ისინი ალბათ ყველასთან მოვლენ", — ამბობს მომღერალი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები