Stand-Up Tbilisi: იუმორი პოლიტიკური კრიზისის დროს
თითქმის 6-თვიანი შესვენების შემდეგ Stand-Up Tbilisi-ის კომიკოსები სცენაზე დაბრუნდნენ
Stand-Up Tbilisi მოქალაქეთა მიერ დაარსებული ერთობაა, რომელიც სტენდაპ კომედიისა და ქართული კომედიური კულტურის განვითარებას ემსახურება. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფონზე, შეხვედრები დროებით აღარ იმართებოდა. ცოტა ხნის წინ კომიკოსები სცენას და თავიანთ მსმენელს დაუბრუნდნენ.
"იუმორი სტრესთან გამკლავების საშუალებაა" — ამ სიტყვებით იწყებს ვენერო მელუა თავის გამოსვლას. "როდესაც ბედნიერი ვარ, ამაზე ხუმრობა არ მჭირდება — უბრალოდ ბედნიერი ვარ. მე ვხუმრობ მაშინ, როცა საქმე ცუდად მიდის".
ეს იმ მოვლენის გულწრფელი და ადეკვატური მიმოხილვაა, რომელიც მღელვარების ფონზე პოზიტივის პოვნას ცდილობს.
გარდა ერთადერთი ბელარუსი კომიკოსისა, მცირერიცხოვან ქართველ კომიკოსთა შორის მელუა ერთ-ერთია, რომელიც Stand-Up Tbilisi-ის მიერ ორგანიზებულ ღია მიკროფონის საღამოზე წარსდგა.
სტენდაპის ბოლო წარმოდგენა ნოემბერში იყო, იმავე საღამოს, როდესაც დედაქალაქში პროტესტმა იფეთქა. პროტესტი მოჰყვა პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერების თაობაზე. იმ ღამეს სცენა — და ხუმრობები — უკან მოიტოვეს. თითქმის 6-თვიანი სიჩუმის შემდეგ, როგორც იქნა, კომიკოსები დაბრუნდნენ. ვინაიდან ხალხში ერთგვარი დაძაბულობა მუსირებს, ცხადია, განწყობა ამაღელვებელია.
ადგილები მთლიანად შეივსო. ღონისძიება საქართველოს პარლამენტიდან — სადაც ყოველდღიური პროტესტი ნორმად იქცა — რამდენიმე წუთის სავალზე ჩატარდა. რა თქმა უნდა, ორგანიზატორებმა წარმოდგენა ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე დაგეგმეს, რათა როგორც გამომსვლელებს, ისე მაყურებლებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, შეერთებოდნენ დემონსტრაციას რუსთაველის გამზირზე.
მეგობრები, ოჯახის წევრები და ხუმრობის მოყვარულები შეიკრიბნენ, რათა დიდი ხნის ნანატრი, ტკბილ-მწარე წარმოდგენის დაბრუნება ერთად აღენიშნათ. თუმცა, მას ვერ დაესწრო ერთ-ერთი კომიკოსი, ონისე ცხადაძე, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალადობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავა.
თბილისში, მაისის წვიმიან საღამოს, მაშინ, როცა თითოეულის ფიქრი სადღაც სხვაგან, პოლიტიკაზე დარდშია, მასპინძლის, საბა ყაფლანიშვილის გამოსვლით რაღაც იცვლება. თბილი, ცოტათი უხერხული მომხიბვლელობით ის თანდათან რთავს აუდიტორიას წარმოდგენაში, ხუმრობს მათთან ერთად და ქმნის განწყობას გაგრძელებისთვის.
საბა ყაფლანიშვილი
ფოტო:oc-media.org
პირველი გამომსვლელი, ბელარუსი კომიკოსი, მოჰყვა, როგორ გამოექცა ავტოკრატიულ რეჟიმს საქართველოში — საბოლოოდ კი კვლავ პოლიტიკური მღელვარების შუაგულში აღმოჩნდა.
"მთლად კარგი გადაწყვეტილებაც არ ყოფილა" — ხუმრობს იგი სიცილითა და ყველასათვის ნაცნობი ოხვრით.
ის ხუმრობები, რაც ითქვა, დაკვირვებებით, პოლიტიკითა და თვითკრიტიკით იყო ნაკარნახები. ზოგიერთი ხუმრობა ზუსტად მოერგო აუდიტორიას, ზოგიერთი კი ასცდა მას — ცხადია, გამომსვლელებს გამოცდილება სჭირდებათ. როგორც წესი, ღია მიკროფონის საღამოებზე კომიკოსებს შეუძლიათ თავიანთი ხუმრობები — სანამ ჩაწერენ ან გადაწერენ მათ — აუდიტორიასთან გამოსცადონ. ზოგს საკმაოდ ბევრი აქვს საწერი.
ადვილი შესამჩნევია, რომ მაშინ, როცა ქალი გამომსვლელები მომზადებულნი და გონებამახვილნი არიან, კაცებისთვის ეს რთული ამოცანაა, გარდა ყაფლანიშვილისა, რომელიც წარმოდგენათაშორის პერიოდებში ინარჩუნებს ცოცხალ რიტმს, სხარტი კომენტარებითა და ხალხთან ურთიერთობით მათ დამაკავშირებელ სანახაობას ქმნის.
შესვენებების დროს ცვლილება ადვილად საგრძნობია — ხალხი უფრო მშვიდადაა, საუბრები კი უფრო თავისუფალი. როგორც ჩანს, იუმორი მართლაც არის სტრესთან გამკლავების კარგი საშუალება.
მთავარი მონაწილე ნინიკო ლეკიშვილია — დოკუმენტური კინოს რეჟისორი და ქართული სტენდაპის უდავოდ ყველაზე ცნობილი სახე. წლების განმავლობაში თბილისსა და ლონდონში დაგროვებული გამოცდილებისა და დროის შეგრძნების უნარის წყალობით, ნინიკოს ტექსტში თავისუფლად ერწყმის ერთმანეთს პოლიტიკური კომენტარები და კრიზისის დროს პაემნების პირადი ისტორიები.
ნინიკო ლეკიშვილი
ფოტო:oc-media.org
"პროტესტის განმავლობაში ჩემი ერთ-ერთი ყოფილი შეყვარებული ხალხისთვის ძვირფას გმირად იქცა, თუმცა იქამდე ჩემგან გაქრა. ასე რომ, კაცები შესაძლოა იყვნენ გმირები და მაინც არ ვარგოდნენ პარტნიორებად" — თქვა მან აუდიტორიასთან და დატოვა ის დაინტრიგებული, ისე, რომ არ გაუმხილა სახელგატეხილი ყოფილის ვინაობა.
ნინიკო თავისუფლად გადმოსცემს სათქმელს, აუდიტორიასთან კი ახლო ურთიერთობა აქვს. მისი გამოსვლები მსმენელთა დიდი ნაწილის მხრიდან გულწრფელი სიცილითა და მხურვალე ტაშით ჯილდოვდება.
წარმოდგენის დასრულების შემდგომ ხალხი კვლავ გარეთ გამოდის. ირგვლივ რთულად შესამჩნევი ცვლილებაა — კოლექტიური "გამოღვიძება" სინამდვილიდან გაქცევის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ. ზოგი სიგარეტს მოუკიდებს, სხვები მობილურს ამოწმებენ, რამდენიმე აქციისკენ მიდის. შესაძლოა მომდევნო კვირას ისინი დაბრუნდნენ — ტკბილ-მწარე იუმორის კიდევ ერთი დოზისთვის.
თუკი ჯერ არ ყოფილხარ თბილისის სტენდაპზე, აუცილებლად წადი. მხარი დაუჭირე ადგილობრივ კომიკოსებს. ბევრს იცინებ, "დაიქრინჯები" (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) და იქნებ დაგავიწყდეს კიდეც — თუნდაც ორი საათით — რომ ირგვლივ ყველაფერი ცეცხლშია გახვეული.
Stand-Up Tbilisi ყოველკვირეულ შეხვედრებს ქართულად, ინგლისურად, ზოგჯერ კი ორივე ენაზე ერთდროულად მართავს. მათ არ აქვთ თავშეყრის მუდმივი ადგილი, ამიტომ, გამოიწერე მათი ინსტაგრამი და გაიგე სად იკრიბებიან შემდეგისთვის.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები