შალვა პაპუაშვილის ბრიტანეთის საელჩოს ეხმაურება და კვლავ იმეორებს, რომ ის "პროპაგანდისტებს" და "ექსტრემისტული დღისწესრიგის მქონე ორგანიზაციებს აფინანსებს
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას ეხმაურება, სადაც საელჩო "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ "მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად. ამავე განცხადებაში წერია, რომ საელჩო "კატეგორიულად არ ეთანხმებიან სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგის დაფინანსების აღწერას, როგორც "პროპაგანდისა და ექსტრემიზმის" დაფინანსებას".
პაპუაშვილის თქმით, ბრიტანეთის საელჩოში "ფიქრობენ, რომ რაღაცას გაისვრიან და სინამდვილეში, ფეხში ისვრიან და იზიანებენ საკუთარ თავს".
"ცოტა უცნაურია ბრიტანეთის საელჩოს ბოლო განცხადებების რაღაც სერია, რომელსაც ვისმენთ — ისეთი შთაბეჭდილებაა ამ განცხადებების ტონალობიდან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ რაღაცას გაისვრიან და სინამდვილეში, ფეხში ისვრიან ხოლმე ამ განცხადებებით და იზიანებენ საკუთარ თავს.
როგორც წინა ჯერზე იყო საკუთარი თავის დაზიანება და ფეხში ნასროლი იმ მხრივ, რომ თითქოს ჰქონდათ საკრიტიკო, რომ რაღაც თანხმობის პრობლემა არ იყო დასრულებული და ამით გაამჟღავნეს, რომ პროპაგანდას და ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ და დაიზიანეს საკუთარი თავი.
ახლა ამ განცხადებას ორი ნაწილი აქვს - პირველი, რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და დამკვირვებლებს (მართლაც ფარისევლობაა, როცა ბრიტანეთი, რომელიც არ აღიარებს ეუთო / ოდირის დასკვნას 2024 წელთან დაკავშირებით, ახლა მოითხოვს და ითხოვს, თუ წინადადებით გამოდის ეუთო / ოდირთან დაკავშირებით).
რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ბრიტანეთის საელჩომ რაღაც გაისროლა, ახსენა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და მუხლებზე მითითება, თითქოს რაღაც ირღვევა საქართველოს მხრიდან, აქაც ფეხში ისროლა - თუ უნდათ სამართლებრივ ასპექტებზე საუბარი, არ მგონია, რომ ეს ის სფეროა, რაც არის მომგებიანი.
როცა ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს პროპაგანდისტებს და აფინანსებს ექსტრემისტული დღისწესრიგის მქონე ორგანიზაციებს თუ პირებს, ამით, რა თქმა უნდა ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და არღვევს ამ შეთანხმების მეორე მუხლს," — თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "უწევთ გააუქმონ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას".
საელჩოს თქმით, გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, მაგრამ აცნობეს, რომ "მთავრობის დადგენილება "გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ" ჯერ არ არის დასრულებული" და "ამ დრომდე არ არსებობს გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები".
13 ივნისს ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, საელჩო აპირებდა პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსებას.
მეტი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებების შესახებ:
- მამუკა მდინარაძე: "დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება", ამას ჰგავდა, სამწუხაროა, ბრიტანეთის საელჩოს განცხადება
- საქართველოში ბრიტანეთის საელჩო "კატეგორიულად არ ეთანხმება" სადამკვირვებლო ორგანიზაციების დაფინანსების "პროპაგანდად და ექსტრემიზმად აღწერას"
- ირაკლი კობახიძე: ამ შემთხვევაში ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით
- ირაკლი ზარქუა: რატომ აძლევს ბრიტანეთის საელჩო თავს უფლებას ამ სითავხედის?
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები