დედების მენტალური ჯანმრთელობა გაუარესებულია — კვლევა
ბოლო კვლევის თანახმად, საზოგადოების ყველა სოციო-დემოგრაფიულ სეგმენტში გაუარესდა დედათა ფსიქიკური ჯანმრთელობა.
JAMA-ს (ამერიკის სამედიცინო ასოციაციის გამოცემა) შიდა მედიცინის კვლევის მიხედვით, 2023 წლის ეროვნულ გამოკითხვაში 2016 წელთან შედარებით უფრო მეტი ამერიკელი დედა საუბრობს გაუარესებულ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ მათი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
27 მაისს, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის გამოცემამ ახალი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. კვლევის მიზანი იყო შეესწავლა ის ეროვნული ტენდენცია, რაც დედების თვითშეფასების საფუძველზე მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებობს.
ბავშვთა ჯანმრთელობის ეროვნული კვლევის (National Survey of Children’s Health) მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა გააანალიზეს იმ 198,000 დედის თვითშეფასებული ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები, რომლებსაც 17 წლის ან უფრო პატარა ასაკის შვილები ჰყავთ.
- 2023 წელს, "ჩემი მენტალური ჯანმრთელობა ძალიან კარგია" — თქვა კვლევაში მონაწილე დედების 26%-მა, იგივე პასუხი 2016 წელს დედების 38%-ს ჰქონდა.
- 2023 წელს "ჩემი მენტალური ჯანმრთელობა კარგია" — დააფიქსირა კვლევაში მონაწილე დედების 19%-მა, იგივე პასუხი 2016 წელს დედების 26%-ს ჰქონდა.
- საშუალო და არადამაკმაყოფილებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის პროცენტული წილი 2016 წელს დაფიქსირებული 5.5%-დან 2023 წელს 8.5%-მდე გაიზარდა.
თვითშეფასებებში ყველა სოციო-დემოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელი მიუთითებს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებაზე. თუმცა, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იმ დედების შემთხვევაში, რომლებიც დაიბადნენ შეერთებულ შტატებში, არიან მარტოხელები, არ აქვთ განათლება და რომელთა შვილებიც სარგებლობენ სახელმწიფო დაზღვევით ან საერთოდ არ აქვთ დაზღვევა.
კვლევის მიხედვით, მშობლის არადამაკმაყოფილებელმა ფსიქიკურმა ჯანმრთელობამ შესაძლოა მომდევნო თაობებზეც იქონიოს გავლენა, მათ შორის არსებობს რთული მშობიარობისა და ბავშვის განვითარების შეფერხების მაღალი რისკი.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ჯეიმი დაუ, პრესრელიზში ამბობს, რომ დედის არამდგრად ემოციურ მდგომარეობას განსაკუთრებულად ხანგრძლივი ეფექტი აქვს ბავშვზე. ამის პირდაპირი შედეგი არის ზემოქმედება ბავშვის განვითარებაზე. მეორე მხრივ, მისი ირიბი გამოვლინება არის იმგვარი თანმხლები რისკების არსებობა, როგორიცაა მშობლის ნარკოტიკზე ან/და ალკოჰოლზე დამოკიდებულება და არახელსაყრელი საცხოვრებელი პირობები.
"ჩვენი კვლევის შედეგები დედების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების მზარდ ტენდენციას გამოკვეთს როგორც იმ მთავარ პრობლემას, რომლისკენაც შეერთებულმა შტატებმა უნდა მიმართოს მთელი ძალისხმევა, რათა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს" — თქვა დაუმ, კოლუმბიის მეილმენის უნივერსიტეტის საჯარო ჯანდაცვის ფაკულტეტის ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის ასისტენტ-პროფესორმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები