ოდრი ჰეპბერნის სახლი იყიდება — ნახეთ, სად ცხოვრობდა ჰოლივუდის ვარსკვლავი
ფოტო: Getty Images
ერთადერთი რამ, რაც "საუზმეს ტიფანისთან" ჯობია, საუზმე ოდრი ჰეპბერნის ყოფილ სახლშია — კინოხელოვნების ლეგენდის თაყვანისმცემლების გასახარად, ეს სახლი აუქციონზე ახლახან გამოიტანეს. 34 წლის შემდეგ, ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი $10.9 მილიონად იყიდება.
თავდაპირველად სახლი ეკუთვნოდა მილდრედ და ედვინ ნოპფს, რომლებიც ალფრედ ნოპფის ნათესავები იყვნენ — გამომცემლობა Knopf-ის მფლობელის. ეს 1950-იანი წლების დასაწყისში ხდებოდა. მოგვიანებით სახლი ბერძენმა მსახიობმა დებორა კერმა და მისმა მეუღლემ, პიტერ ვიერტელმა შეიძინეს. ჰეპბერნმა სახლი ორჯერ იქირავა კერისგან იმ პერიოდში, როდესაც ის ამერიკაში ფილმებზე მუშაობდა. Sotheby’s-ის რამდენიმე უძრავი ქონების აგენტის თქმით, ჰეპბერნი იქ იმყოფებოდა 1950 წლის გაზაფხულზე, როდესაც Quo Vadis-ის საცდელ გადაღებაში მონაწილეობდა და კვლავ 1951 წელს, ფილმ The Children’s Hour-ისთვის მომზადებისას, სადაც მან კარენ რაიტის როლი ითამაშა.
ფოტო: Simon Berlyn for Sotheby's International Realty
დაახლოებით 2,900 კვ.მ-ის ფართობის უძრავი ქონება, რომელიც ბრენტვუდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ქუჩაზე მდებარეობს და კარიბჭეებით არის იზოლირებული, კვლავაც ასხივებს იმ თავშეკავებულ ელეგანტურობას, რაც ჰეპბერნს ახასიათებდა. მოვლილი ვარდების ბაღები ამშვენებს ეზოს, ხოლო გადახურული ვერანდა — ბუხრით, ჩაშენებული ჭერის გამათბობლებითა და განიერ მინდორზე ხედებით — იდეალურია დილის კრუასანებისა და ყავისთვის.
თუმცა სწორედ სახლია ის, რაც ამ ქონებას ასეთ მაღალ ფასს სძენს. იგი 1939 წელს აშენდა უცნობი არქიტექტორის მიერ და დაახლოებით 566 კვ.მ-ის ფართობს მოიცავს. მასში არის ხუთი საძინებელი, ექვს-ნახევარი სველი წერტილი და ვიზუალი, რომელიც ძველი ჰოლივუდის ბრწყინვალებას თანამედროვე ელემენტებით ახალისებს. სასადილოს ხელით მოხატული შპალერი ამშვენებს, მანსარდა იდეალურია კოქტეილის საათისთვის, ხოლო შეფ-მზარეულის სამზარეულო მზით განათებული ბაღის ხედებითაა სრულყოფილი.
ფოტო: Simon Berlyn for Sotheby's International Realty
ზედა სართულზე მდებარე მთავარი საძინებელი თითქმის დამოუკიდებელი საცხოვრებელია — ორი, სპას ტოლფასი აბაზანით, უზარმაზარი გარდერობის ოთახებითა და აივნით, რომელიც ვარდისფერ-მომწვანო ეზოს გადაჰყურებს. ქვემო სართულზე განთავსებულია საოჯახო ოთახი და სტუმრისათვის განკუთვნილი საძინებელი, რომელიც იდეალურია როგორც მუდმივად მცხოვრები დამხმარე პერსონალისთვის, ისე ძალიან იღბლიანი ნათესავებისთვის. ცხადია, უკანა ეზოში საცურაო აუზი და პატარა გოლფის მოედანიცაა განთავსებული, რატომაც არა?
ფოტო: Simon Berlyn for Sotheby's International Realty
დიახ, ტიფანის ბრილიანტები აქვს. მაგრამ ამ სახლს ოდრი ჰეპბერნი, ისტორია და დამატყვევებელი ეზო აქვს — ისეთი, როგორიც კინოს კადრს შეეფერება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები