ნონა ქურდოვანიძე

ნონა ქურდოვანიძე

19 Jun. 2025, 15:21

"რაჟდენ კუპრაშვილს რეპრესიული კანონებით მიეცა უკონტროლო ძალაუფლება - გამოითხოვოს ინფორმაცია, დააყადაღოს და ფაქტობრივად გააჩეროს ორგანიზაციები.

თუმცა, ის შუამდგომლობები, რომლებიც მან 5 ორგანიზაციის წინააღმდეგ სასამართლოში წარადგინა, ამ უკონტროლო ძალაუფლების მასშტაბებსაც ცდება. შუამდგომლობებში მოხმობილი მუხლები არარელევანტურია, ფაქტები, რომლის გამოც ორგანიზაციების დევნა დაიწყო - გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევაა. ინფორმაცია, რომელიც ბენეფიციარების შესახებ არის მოთხოვნილი - სხვა სპეციალური კანონების დარღვევით არის მოთხოვნილი.

ვინ უნდა შეაკავოს ეს თვითნებობა, როდესაც დამოუკიდებელი ინსტიტუტები არ არსებობს და მოსამართლის ხელით მიმდინარეობს დევნა?!

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რეპრესიული კანონები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოშიც, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოდანაც დუმილია და სხდომები არ ინიშნება.

დღეს თუ 5 ორგანიზაციაა, ხვალ იქნება კიდევ მეტი, თუ ეს თვითნებობა 5 ორგანიზაციასთან გაუვიდათ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…