თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა
ფოტო: თიბისი
თბილისის ფოსტის ისტორიულ შენობაში, მაღალი კლასის სასტუმრო — ტელეგრაფის განთავსება პირველი შემთხვევაა რეგიონში. ის მსოფლიოში წამყვან სასტუმროების ორგანიზაცია — The Leading Hotels of The World-ს შეუერთდა. პრესტიჟული ორგანიზაციის წევრობა საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას ნიშნავს.
პროექტი სილქ დეველოპმენტმა განახორციელა, ჯამურმა ინვესტიციამ 65 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც თიბისის დაფინანსება 19 მილიონი ევრო იყო.
ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროს, ერთი მხრივ, შენობის ძველი, ისტორიული იერსახე, მეორე მხრივ კი, ინტერიერის თანამედროვე დიზაინი გამოარჩევს: ტელეგრაფი სხვადასხვა კატეგორიის 239 ოთახსა და 7 განსხვავებული კონცეფციის რესტორანსა და ჯაზკლუბს აერთიანებს; ასევე, მოიცავს საკონფერენციო სივრცეებსა და შეხვედრების ოთახებს. შენობის ზედა სართულზე გაიხსნება მსოფლიოში პირველი ბარი, რომელიც Rolling Stone-ის ბრენდირებით იმუშავებს და სტუმრებს დედაქალაქის გამორჩეულ პანორამულ ხედებს შესთავაზებს.
პროექტის დიზაინზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არქიტექტურულმა კომპანია Neri&Hu-მ იმუშავა, რომელსაც ისტორიული შენობების რეკონსტრუქციის უდიდესი გამოცდილება აქვს.
ხაზგასახმელია, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და მშპ-ს დაახლოებით 7%-ს შეადგენს. სწორედ ამიტომ ტურიზმის ხელშეწყობა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2024 წლის მონაცემებით, ბანკის სასესხო პორტფელი ამ სექტორში 1.6 მილიარდ ლარს შეადგენს, 42%-მდე საბაზრო წილით კი, თიბისი ბაზრის ლიდერია.
“თიბისი და სილქ როუდ ჯგუფი უკვე 10 წელია სტრატეგიული პარტნიორები ვართ და საერთო ღირებულებებით ვავითარებთ ქვეყნის ეკონომიკას. მეამაყება, რომ კიდევ ერთი პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და თბილისში მაღალი კლასის სასტუმრო —ტელეგრაფი გაიხსნა. საინტერესოა, რომ ორი წლის წინ, თიბისიმ არქიტექტორ ლადო-ალექსი მესხიშვილის პროექტების გამოფენას უმასპინძლა, სადაც ფოსტის მაკეტიც იყო წარმოდგენილი, დღეს კი ამ შენობას თავისივე ისტორიული იერსახით სრულიად ახალი ფუნქცია მიენიჭა. დარწმუნებული ვარ, ტელეგრაფი მალე დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ მაღალშემოსავლიან ტურისტს მოიზიდავს“, — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
“ლადო ალექსი-მესხიშვილისა და თეიმურაზ მიქაშავიძის არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ნიმუშს, ყოფილი ცენტრალური ტელეგრაფის შენობას, ახალი სიცოცხლე შესძინა რეკონსტრუქციამ და შესანიშნავმა დიზაინმა, რომელიც ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვან არქიტექტურულ კომპანია Neri&Hu-ს. სასტუმრო ტელეგრაფი არის რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციის მნიშვნელოვანი ეტაპი. მჯერა, რომ ის თბილისში ახალი მიმზიდველი ობიექტი გახდება უმაღლესი ხარისხის სერვისითა და გამორჩეული დიზაინით”, — გიორგი რამიშვილი, “სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები