უმა თურმანმა გაგვიმხილა, რატომ აღარ მონაწილეობდა მძაფრსიუჟეტიან ფილმებში
დიდხნიანი პაუზის შემდეგ მსახიობი ნანატრ ჟანრს შარლიზ ტერონთან ერთად უბრუნდება ფილმით — ძველი გვარდია 2
ფოტო: Variety
უმა თურმანმა — მოკალი ბილის წარმატებულ ფრენჩაიზში მონაწილეობის შემდეგ — მძაფრსიუჟტიანი ფილმებისგან დიდხნიანი პაუზა აიღო. თუმცა, თითქმის, 21 წლიანი ლოდინის შემდეგ მსახიობმა გაგვიმხილა, რომ ამ ჟანრში ბრუნდება ფილმით — ძველი გვარდია 2.
ოსკაროსანმა მსახიობმა, 17 ივნისს, ჯიმი ფელონის შოუში აღნიშნა, რომ ამ ჟანრისგან პაუზა სწორედ იმიტომ აიღო, რომ იგი ჰოლივუდში არ ყოფილიყო ცნობილი, როგორც მხოლოდ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მსახიობი.
კადრი უმა თურმანის ახალი ფილმიდან
ფოტო: Netflix
"მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა ფილმ მოკალი ბილის შემდეგ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში, რადგან არ მინდოდა ვყოფილიყავი "B კატეგორიის მსახიობი", — განუცხადა მან წამყვან ჯიმი ფელონს და განმარტა — "ფილმ მოკალი ბილის გამოსვლის შემდეგ მუდმივად გესმის, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რას გააკეთებ შემდეგ, ამიტომ სხვა ჟანრებში მონაწილეობა გადავწყვიტე".
მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ძველ გვარდიაში მონაწილეობის შემოთავაზება იყო ერთგვარი შანსი, რომ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში ბედი კიდევ ერთხელ ეცადა. მისი აზრით, ფილმის სიუჟეტი ძალიან განსხვავებული და საინტერესოა.
ძველი გვარდია 2-ს ფილმის პირველ ნაწილში მონაწილე მსახიობების უმეტესობა უბრუნდება, მათ შორის ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან — შარლიზ ტერონი, კიკი ლეინი, მარვან კენზარი, ვერონიკა ნგო და სხვები. უმა თურმანი ფილმში ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს და შარლიზ ტერონის პერსონაჟს დაუპირისპირდება, ხოლო ფილმს ძალიან მალე, 2 ივლისს, ნეტფლიქსზე ვიხილავთ.
კადრი ძველი გვარდიის ახალი ფილმიდან
ფოტო: Motion Pictures Association
მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა მას შემდეგ, რაც თურმანს ხმალი აღარ სჭერია, მან თქვა, რომ ძველი გვარდია 2-ისთვის ვარჯიშს დიდ დროს არ უთმობდა. თუმცა, ეს მისი არჩევანი არ ყოფილა.
"ნეტავ, მევარჯიშა", — განუმარტა მან ფელონს და გაიხსენა, — "არა, ბოლო წამს გადავწყვიტე ამ ფილმში მონაწილეობის მიღება, ამიტომ წინასწარ არ მოვმზადებულვარ და ვფიქრობდი... კი, მგონი, ხმალი ასე უნდა დავიჭირო".
საინტერესოა ისიც, რომ თურმანი დიდად არ ღელავდა ინტენსიური ბრძოლების გადაღებაზე, პირიქით, მან წამყვანს აუხსნა, რომ მას კამერასთან უფრო ჭამა ურთულდებოდა.
"არა, გადაღების დროს ჭამა არის... პირველ რიგში, ბევრი კადრის გადაღება გიწევს, მენიუს შენ არ ირჩევ, ხანდახან უნდა ილაპარაკო და პარალელურად ჭამო, შემდეგ კი იწყებ ფიქრს, "ვაიმე, ნეტავ არ გადამცდეს", — ამბობს ოსკაროსანი მსახიობი.
მსახიობმა ასევე გაგვანდო, რომ იგი, შესაძლოა, ძველი გვარდიის მესამე ნაწილშიც ვიხილოთ.
თუმცა, როგორც ჩანს, ძველი გვარდიის მესამე ფილმის გამოსვლის შანსი უფრო დიდია, ვიდრე თურმანის მოკალი ბილი: ტომი 3-ში გამოჩენის შანსი.
ფოტო: Variety
"ამაზე წლების განმავლობაში მსჯელობდნენ და რეალურად იყო ვარაუდები, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია რა მოხდება", — თქვა მან 2022 წლის თებერვალში გადაცემა The Jess Cagle Show-ში — "არ მინდა, რომ გულშემატკივრებს გული დავწყვიტო, თუმცა ჯერჯერჯობით არ იგეგმება ფილმის ახალი ნაწილის გამოსვლა".
უმა თურმანის გულშემატკივრებს ისღა დაგვრჩენია, ძველი გვარდიის პირველ ნაწილს კიდევ ერთხელ ბეჯითად გადავავლოთ თვალი და მოთმინებით დაველოდოთ ფილმის პრემიერას 2 ივლისს.
მანამდე კი, შეგვიძლია ძველი გვარდია 2-ს თიზერი ვნახოთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები