თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ფოტო: თიბისი
საქართველოში Lamborghini-ს პირველი შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი თეგეტა ჰოლდინგია, კომპანიის შემოყვანის მთავარი ფინანსური პარტნიორი კი — თიბისი.
შოურუმი საქართველოში ოფიციალურად გახსნა Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Stephan Winkelmann -მა თეგეტა ჰოლდინგის წარმომადგენლებთან ერთად. საერთაშორისო ბრენდის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარზე შემოსვლა კომპანიის გაფართოების სტრატეგიის ნაწილია.
საქართველოში მაღალი კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია: 2019-2024 წლებში პრემიუმ ბრენდების მანქანების რაოდენობა ბაზარზე წლიურად საშუალოდ 44%-ით იზრდებოდა. ქვეყანაში ახალი ბრენდების შემოყვანით კი თიბისი და თეგეტა ჰოლდინგი ბაზრის მოთხოვნას პასუხობენ.
“საამაყოა, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა — თეგეტა ჯგუფმა — დაიმსახურა Lamborghini ნდობა. ვფიქრობ, Lamborghini შემოსვლა საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებისთვის ახალი ეტაპია: ეს ნიშნავს ბაზარზე კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას და სერვისების გაუმჯობესებას. ამავე დროს მსგავსი კლასის ბრენდის შემოსვლა ქვეყანას უფრო ფართო მასშტაბით საერთაშორისო პოზიციონირების საშუალებას აძლევს. თეგეტა ჰოლდინგის დაარსების დღიდან თიბისი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორი და მხარდამჭერია. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია უკვე თითქმის 30 წელს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ლამბორგინის შოურუმის გახსნაც ჩვენი წარმატებული პარტნიორობის ერთ-ერთი მაგალითია” — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
“დიდი პატივია ჩვენთვის, რომ Automobili Lamborghini-მა მოგვანდო ამ ლეგენდარული ბრენდის წარმოჩენა ჩვენს რეგიონში. მადლობა Lamborghini-ს წარმომადგენლობას, რომელიც ჩვენს ღონისძიებას დაესწრო — ეს სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პარტნიორობის სიძლიერეს და იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს: სიზუსტე, პროგრესი და სრულყოფისკენ დაუღალავი სწრაფვა. თეგეტა ჰოლდინგში ყოველთვის გვჯეროდა ახალი სტანდარტების დაწესების: ქართული საავტომობილო ინდუსტრიის საწყისი ეტაპებიდან დღემდე — იქამდე, რომ შევძელით Lamborghini-ის მსგავსი ლეგენდარული ბრენდი შემოგვეტანა — ჩვენი გზის მთავარი მამოძრავებელი ყოველთვის იყო სითამამე ოცნებებში და პასუხისმგებლობა რეალობაში“ — პეტრე წაქაძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი.
Lamborghini-ს შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში N129 მდებარეობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები