10 საუკეთესო სერიალი წელს (ჯერჯერობით)
ფოტო: hollywoodreporter
მართალია ჯერ 2025 წლის მხოლოდ ნახევარი გავიდა, მაგრამ უკვე დაგროვდა წელს გამოსული სერიალები, რომლებისგანაც 10 საუკეთესო შეგირჩიეთ:
1. Adolescence
Adolescence / მოზარდობა
ფოტო: Netflix
ნეტფლიქსის ლიმიტირებულ სერიალზე, Adolescence (მოზარდობა) უკვე ბევრჯერ დავწერეთ, თუმცა კიდევ ერთხელ — რაც ნეტფლიქსის დრამას თვალწარმტაცს ხდის, არის: სექსისტური მასკულინური კულტურის ავთენტური ასახვა, მსახიობების უბადლო შესრულება (მათ შორის დებიუტანტი ოუენ კუპერიც) და გასაოცარი უწყვეტი კადრი. თუმცა სერიალის მთავარი ეფექტურობა მის ნიუანსებშია, იქნება ეს მუდმივი დაძაბულობის გრძნობა ცხარე საუბრისას თუ სიხარულის განცდისას, თავსდატეხილი უბედურების ქარიშხალი. ნეტფლიქსის მოზარდობა კრიზისში მყოფი მასკულინობის იდეალური პორტრეტია.
2. Andor
ანდორი
ფოტო: Space
ტონი გილორის 4 ნაწილად დაყოფილი 12 სერია, რომლის მოქმედება ვარსკვლავური ომები: განდევნილიდან 5 წლით ადრე ხდება, წლის ყველაზე ამბიციური პროექტია. სერიალის მეორე სეზონი იმ გაუკვალავ გზაზეა, რისი გაკაფვაც პერსონაჟებს ავტორიტარული რეჟიმისგან მიყენებული ზიანის გამო ერთიანი ძალებით მოუწევთ. ანდორის მეორე სეზონი ერთგვარი გაკვეთილია, იმაზე თუ როგორ უნდა შეძლოს დისნეიმ ვარსვკლავური ომების ფასეულობებისა და ღირებულებების შენარჩუნება.
3. Common Side Effects
ძირითადი გვერდითი მოვლენები
ფოტო: Los Angeles Times
ჯოსეფ ბენეტის და სტივ ჰელის Adult Swim-ის დრამედია (დრამა და კომედია), ფარმაცევტული ინდუსტრიის მძაფრი, სატირული კრიტიკაა: სავსე დაძაბულობით, პარანოიით, ფსიქოდელიური ვიზუალებითა და უცნაური იუმორით. ძირითადი გვერდითი მოვლენები თავისი აბსურდიზმით ერთდროულად განცვიფრებულსა და ახითხითებულს დაგტოვებთ.
4. Dark Winds
ბნელი ქარები
ფოტო: hollywoodreporter
რაც არ უნდა გადაწყვიტოს ემის ჟიურიმ, ზაჰნ მაკლარნონი, ლეფრონი და ჩის (ტონი ჰილერმანის) მისტიკურ ეკრანიზაციაში, საუკეთესოა პირველხარისხოვანი როლის შემსრულებელთა შორის, რაც ოდესმე სერიალებში გინახავთ. ჯენა ელფმანისა და ჰალუცინოგენური ჰორორის კომბინაციით, ბნელი ქარები აეროპორტის რომანების ოქროს ხანაში გვაბრუნებენ.
5. Eyes on the Prize III: We Who Believe in Freedom Cannot Rest
Eyes on the Prize III: We Who Believe in Freedom Cannot Rest
ფოტო: max
გაუმარჯოს HBO-ს, რომელმაც 6-ეპიზოდიანი დოკუსერიალით იპოვა გზა გაეგრძელებინა ამბის თხრობა: ადამიანის უფლებებზე, პოზიტიურ დისკრიმინაციაზე, სამართლიანობასა და მილიონ მონაწილიან მარშზე. მაგრამ რადგან ტრამპის რეჟიმი წყალში ყრის ყველა ამ მონაპოვარს, HBO-ს ალბათ მეტად უნდა ეზრუნა სერიალის პოპულარიზაციაზე.
6. North Of North
North Of North
ფოტო: hollywoodreporter
სერიალი პირდაპირ არქტიკის გულიდან, რომელიც თქვენი სულის იმ ჩამქრალ ნაპერწკლებს გაათბობს, რომელსაც თანამედროვე სტრესული ცხოვრება გამუდმებით ყინავს. ჩრდილოეთის ჩრდილოეთი ცოტათი Northern exposure-ს, Schitt’s Creek-სა და Reservation Dogs-ს მოგაგონებთ, თუმცა საბოლოოდ ეს სერიალი ყველაფრისგან განსხვავებულია, რაც აქამდე გინახავთ.
7. Pee-wee as Himself
Pee-wee as Himself
ფოტო: hbo
მილიონობით ადამიანმა იცის პი ვი ჰერმანის შესახებ, თუმცა ამ დოკუმენტურ სერიალში პოლ რუბენსს თავისი ისტორიის ის მხარე აქვს მოსაყოლი, რომელსაც აქამდე გამოგონილ პერსონაჟში მალავდა. მატ ვულფი ცდილობს დაგვანახოს კომიკოსი, რომელსაც არ სურდა მისი რეალური "მე"-ს გამომჟღავნება. ეს სერიალი რუბენსის შესახებ ბევრ რამეს გაგაგებინებთ.
8. The Pitt
The Pitt
ფოტო: max
Max-ის სამედიცინო დრამას არ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ თავის ჟანრში განსაკუთრებული იყოს. თუმცა მისი შემქმნელი სკოტ გემილი, აწ უკვე ნაცნობ იდეებს დამაჯერებლად გვიჩვენებს, რაც შოუს გასართობს და სასიამოვნო სანახავს ხდის. ნოა ვაილის სამსახიობო ოსტატობა კი დამატებით კომპლექსურობას და სიღრმეს სძენს მთავარ პერსონაჟს, რითაც გამოიხატება სერიალის ამბივალენტური დამოკიდებულება ჯანდაცვის სისტემის მიმართ.
9. The Rehearsal
The Rehearsal
ფოტო: theplaylist
ნათან ფიდლერის რეპეტიციის მეორე სეზონი კიდევ უფრო უცნაურია ვიდრე პირველი გახლდათ, რომლის სტილსაც წესიერად სახელსაც ვერ დავარქმევდით. ეს იყო რაღაც, რაც კომედიას, დოკუმენტალისტიკასა და ექსპერიმენტს შორის მერყეობდა. ასევე ის უცნაური, დროული დამთხვევა, რომ მთავარი პერსონაჟი ავიაკატასტროფების შეჩერებას ცდილობს ამტკიცებს იმ თეორიას, რომ ჩვენ ყველანი ფიდლერის ერთ-ერთ უცნაურ სიმულაციაში ვცხოვრობთ.
10. The Studio
The Studio
ფოტო: Deadline
კარგი სატირა კინოინდუსტრიაზე ათასში ერთია. სეტ როგანისა და ეფლის ამ კომედიაშიც ნახავთ: მოგებაზე დახარბებულ, იდეებისგან გამოწურულ კინოწარმოებას, ძუნწ პროდიუსერებსა და წყობიდან გამოსულ რეჟისორებს. თუმცა სტუდია ამის ჩვენებას ბევრად უფრო ორიგინალურად და ორგანულად ახერხებს, ის პირდაპირ გადაგისვრით ახალი ჰოლივუდის სტუდიებში, თავისი დაუმთავრებელი ისტერიითა და კრიზისებით.
ასევე ნახეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები