არასწორად შეუხვია და მანქანა კიბეზე გაეჭედა — ვიდეო
ფოტო: Vigili del Fuoco/AP
რომის ესპანურ კიბეზე მიმავალი მანქანა ჰოლივუდის სცენას ჰგავს, თუმცა ეს ვერსია 80 წლის მძღოლს, ნელა მოსიარულე მერსედესსა და ამწეკრანს მოიცავს.
პოლიციის მიერ მოწოდებულ ვიდეომასალაში 80 წლის კაცი მანქანით ეშვება ცნობილ 135 საფეხურიან კიბეზე — მანამ, სანამ ავტომობილი კიბის შუაში არ გაიჭედება. პოლიცია, რომელმაც ცნობილ მონუმენტზე გაჭედილი მერსედესი შეამჩნია, საქმეში 17 ივნისს, გამთენიისას ჩაერთო.
ვიდეოში ჩანს, რომ მანქანა ჯერ ნელა მოძრაობს გზაზე, შემდეგ კი არასწორად უხვევს და ესპანურ კიბეზე აღმოჩნდება გაჭედილი. პოლიციის თქმით, კაცს, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ, ჯერ მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარნენ, შემდეგ კი ალკოჰოლის ტესტი ჩაუტარეს, რომლის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდა. იტალიის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ინციდენტში მძღოლი არ დაზიანებულა, მაგრამ ძალიან დაბნეული იყო. პოლიციის ინფორმაციით რომის ამ მაცხოვრებელმა ვერც კი ახსნა, რატომ ატარებდა მანქანას კიბეებზე.
მოგვიანებით მისი ავტომობილი ამწეკრანმა მოაშორა კიბეებს — ის იტალიელმა მაშველებმა იხსნეს და თან ამ მომენტის ფოტოც გამოაქვეყნეს.
როგორც პოლიციის განცხადებაში ვკითხულობთ, ინციდენტი გამოძიებისთვისაა გადაგზავნილი.
ფოტო: Vigili del Fuoco/A
ესპანური კიბე, რომელიც იტალიაში ცნობილია, როგორც Scalinata di Trinità dei Monti, რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანახაობაა. ის 1720-იან წლებში აშენდა და პოპულარულია როგორც ტურისტებში, ისე კინომოყვარულებში — ამ ადგილას ბევრი ფილმის, მათ შორის 1953 წლის კლასიკის, “რომაული არდადეგების” სცენაა გადაღებული.
თუმცა, ეს კიბეები ასევე ყოფილა უხეში, მოუფრთხილებელი და უპატივცემულო მოპყრობის ობიექტიც. 2019 წლის ივლისში რომაელმა სამართალდამცავებმა გამოაცხადეს, რომ ყველა, ვინც დააზიანებდა, დაანაგვიანებდა ან შეურაცხყოფდა რომის ხელოვნებისა და ისტორიის ძეგლებს, დაჯარიმდებოდა. ეს ითვალისწინებდა ესპანურ კიბეზე ჯდომასაც, რაც 250-400 ევროთი ჯარიმდება.
2022 წლის ივნისში ამავე კიბის ელექტრონული სკუტერებით დაზიანებისთვის დაჯარიმდა ორი ამერიკელი ტურისტი.
იმავე წელს, ნაქირავები მანქანით ისევ ესპანურ კიბეზე მოძრაობისთვისა და კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისთვის ჯარიმა მიიღო საუდის არაბეთის მოქალაქემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები