აშშ-მა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა — რა კომენტარებს აკეთებენ ტრამპი და ნეთანიაჰუ
ფოტო: DW
აშშ ისრაელი-ირანის კონფლიქტში ჩაერთო და წერტილოვანი საჰაერო იერიში მიიტანა ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა და იერიშს "წარმატებული" უწოდა.
პრეზიდენტი ტრამპი მიმართავს საზოგადოებას თეთრი სახლიდან, ირანზე საჰაერო იერიშის შემდეგ
ფოტო: Carlos Barria/Reuters
ირანული ბირთვული ობიექტები — ფორდოუ, ნატანზი და ისპაჰანი მიწაში, ათობით მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, რაც მისი განადგურების მხრივ გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ოპერაციისას აშშ-მა მაღალტექნოლოგიური, 14-ტონიანი ბომბები გამოიყენა. მიუხედავად ტრამპის შეფასებისა, ჯერჯერობით დაზუსტებით არ ვიცით, საბოლოოდ გაანადგურა თუ არა აშშ-მა წერტილოვანი დარტყმებისას ირანის ბირთვული ობიექტები.
ირანის ბირთვული ობიექტები, რომლებიც აშშ-მა დაბომბა
ფოტო: Lou Robinson and Annette Choi, CNN
ტრამპის კომენტარი ბირთვულ ობიექტებზე იერიშის შემდეგ:
21 ივნისს, თეთრ სახლში ტრამპმა ამერიკელებს მიმართა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანმა მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში "თავს დაესხმებიან" ირანში არსებულ სხვა სამიზნეებს.
"ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მომავალი თავდასხმები გაცილებით მასშტაბური და ადვილი იქნება. ასე გაგრძელება შეუძლებელია. ან მშვიდობა დამყარდება, ან ირანი ტრაგედიას მიიღებს, გაცილებით დიდ ტრაგედიას, ვიდრე ბოლო რვა დღის განმავლობაში ვნახეთ. გახსოვდეთ, ბევრი სამიზნე დარჩა“, — განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციისას.
მან ასევე მიულოცა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თქვა, რომ ისინი "გუნდურად" მუშაობდნენ "ისრაელისთვის ამ საშინელი საფრთხის" აღმოსაფხვრელად.
ტრამპს პირდაპირ არ უხსენებია თეირანში რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობა. სამაგიეროდ, როგორც BBC წერს, მან ნათლად განაცხადა, რომ აშშ ოპერაციას დიდწილად დასრულებულად მიიჩნევდა იმ პირობით, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდებოდა.
შეერთებულმა შტატებმა რეგიონში მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები და რესურსები განალაგა, რაც, როგორც ტრამპმა აღნიშნა, მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონი მზადაა ძალიან სწრაფად იმოქმედოს საჭიროების შემთხვევაში.
DW წერს, რომ ტრამპის გამოსვლა დაახლოებით ოთხ წუთს გაგრძელდა. აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლისას მის უკან იდგნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი (ჯ.დ. ვენსი), სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი.
თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, ამერიკელ ლიდერს ისრაელის პრემიერმინისტრთან ტელეფონით ესაუბრა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის სამ სამიზნეზე იერიში მიიტანეს.
ოფიციალურმა პირმა AFP-ს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა "ისრაელი გააფრთხილა დარტყმების დაწყებამდე".
ნეთანიაჰუს კომენტარი ბირთვულ ობიექტებზე იერიშის შემდეგ:
აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით განცხადება ნეთანიაჰუმაც გააკეთა.
"პრეზიდენტი ტრამპი და მე ხშირად ვამბობთ: "მშვიდობა ძალით მიიღწევა". ჯერ ძალა მოდის, შემდეგ კი მშვიდობა", — თქვა მან. "და ამ საღამოს პრეზიდენტმა ტრამპმა და შეერთებულმა შტატებმა დიდი ძალით იმოქმედეს", — დასძინა ისრაელის პრემიერმინისტრმა.
Fox News-ის ცნობით, ფორდოუზე თავდასხმის დროს ექვსი ბუნკერის ბომბი გამოიყენეს, ხოლო სხვა სამიზნეების მიმართულებით 30 Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.
თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა GBU-57A ბუნკერის ბომბები, რომელთაგან ორ-ორი ჩამოაგდეს თითოეულ ბირთვულ ობიექტზე, იტყობინება BBC.
ირანის რეაქცია ბირთვულ ობიექტებზე იერიშის შემდეგ:
ირანი თავდასხმას ადასტურებს, ირანული მედიის მიხედვით კი მთავრობის ატომური სააგენტო პირობას დებს, რომ არასდროს შეაჩერებს ატომურ პროგრამას, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას თავდასხმების დაგმობისკენ მოუწოდებენ. თუმცა, ქვეყნის სულიერ და პოლიტიკურ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები