ვოლოდიმირ ზელენსკი

22 Jun. 2025, 16:17

"მე დადგენილებას ხელი მოვაწერე, რომლითაც შემოღებულია ახალი უკრაინული სანქციები — იმ პირების მიმართ, რომლებიც ოკუპანტთან თანამშრომლობენ ჩვენს მიწაზე. ესენია ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქმიანობას ეწევიან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმში, ამართლებენ აგრესიას, მიიჩნევენ ნორმალურად ოკუპაციის პირობებში მოგების მიღებას და იხდიან გადასახადებს ოკუპანტისთვის.

ეს მხოლოდ დასაწყისია — ვიწყებთ ფართო მასშტაბის სანქციების შემოღებას მსგავსი პირების წინააღმდეგ. გვაქვს ჩვენი სპეციალური სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაცია და ვიმოქმედებთ მტკიცედ და პრინციპულად. სანქციებთან დაკავშირებული შემდგომი გადაწყვეტილებები მალე იქნება მიღებული.

ვადგენთ ყველა სქემას, რომლის მეშვეობითაც ოკუპანტს სარგებელი ეძლევა — რაც ნიშნავს, რომ ისინი უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებენ — და ამ სქემებს ვხურავთ. ასევე ვმუშაობთ უკრაინული სანქციების სრულ სინქრონიზაციაზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სანქციებთან. სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს ყველა იურისდიქციაში და რეალურად შეეზღუდოს ყველა, ვინც რუსეთი და ომი აირჩია."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…