მარკო რუბიომ ჩინეთს მოუწოდა, დაარწმუნოს ირანი, რომ არ გადაკეტოს ჰორმუზის სრუტე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩინეთს მოუწოდა, დაარწმუნოს ირანი, რომ არ გადაკეტოს ჰორმუზის სრუტე. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
რუბიომ ეს განცხადება Fox News-ის გადაცემაში Sunday Morning Futures with Maria Bartiromo მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანულმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ — სრუტის, რომლის გავლითაც მსოფლიოში ნავთობისა და გაზის დაახლოებით 20% გადადის.
"მოვუწოდებ ჩინეთის ხელისუფლებას პეკინში, დაუკავშირდეს მათ [ირანს] ამ თემაზე, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეზე ნავთობისთვის," — განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა მათთვის ეკონომიკური თვითმკვლელობა იქნება.
"თუ ისინი ამას გააკეთებენ, ეს იქნება კიდევ ერთი საშინელი შეცდომა. მათთვის ეს ეკონომიკური თვითმკვლელობა იქნება. ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის შესაძლებლობები, მაგრამ ამაზე სხვა ქვეყნებმაც უნდა იფიქრონ, რადგან ეს გაცილებით უარყოფით გავლენას მოახდენს მათ ეკონომიკებზე, ვიდრე ჩვენზე," — თქვა მარკო რუბიომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სრუტის ჩაკეტვა იქნება მასშტაბური ესკალაცია, რაც აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მხრიდან რეაგირებას გამოიწვევს.
აშშ-ში მდებარე ჩინეთის საელჩოს ამ თემაზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა 22 ივნისს ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე, ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, იერიში მიიტანა, რომლის შედეგადაც The Times of Israel-ის ცნობით, 86 ადამიანი დაშავდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, დაბომბვის შედეგად ირანის ბირთვულ ობიექტებზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები