"პირველი ორი სერიის სცენარი წავიკითხე, ძალიან კარგია" — როულინგი ჰარი პოტერის სერიალზე
ფოტო: Samir Hussein / WireImage
ჰარი პოტერის სერიალის გადაღებები სულ მალე დაიწყება. სერიალის შესახებ ყოველი მორიგი სიახლის შემდეგ ფანების მოლოდინი ათმაგდება. პოტერიადის შემქმნელის, ჯოან როულინგის, ახალმა განცხადებამ კი ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა.
"ჰარი პოტერის სერიალის პირველი ორი ეპიზოდის სცენარი წავიკითხე და ძალიან, ძალიან, ძალიან კარგია", — წერს როულინგი X-ზე (ყოფილ ტვიტერზე).
პოსტის პასუხად, როულინგს ჩაეკითხნენ, თავად თუ არის ჩართული სცენარზე მუშაობის პროცესში, რაზეც მწერალმა უარით უპასუხა.
"არა, მაგრამ ძალიან ნიჭიერ სცენარისტებთან აქტიურად ვთანამშრომლობ", — ამატებს იგი.
აღსანიშნავია, რომ ჯადოსნური ცხოველების ფილმების სერიაში როულინგმა სცენარისტის როლიც მოირგო. რაც შეეხება ჰარი პოტერის მომავალ სერიალს, HBO-მ თავიდანვე განაცხადა, რომ მწერალი აქტიურად იქნებოდა ჩართული შემოქმედებით პროცესში და აღმასრულებელი პროდიუსერის სკამს დაიკავებდა.
პოტერიადის სერიალის გადაღებები სტარტს ამ ზაფხულს აიღებს. უკვე ვიცით ყველა ძირითადი პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობის ვინაობაც. ლეგენდარულ ტრიოს — ჰარის, რონს და ჰერმიონს — სერიალში დომინიკ მაკლაფლინი, ალასტერ სტაუტი და არაბელა სტენტონი განასახიერებენ.
- ნახეთ: ჰარი პოტერის მსახიობები ფილმებში VS სერიალში (ფოტოები)
- ნახეთ: მალფოი, დერსლები და სხვები — ჰარი პოტერის სერიალის სხვა მსახიობების ვინაობაც გავიგეთ
რაც შეეხება შემოქმედებით გუნდს, სერიალზე Game of Thrones-ისა და The Last of Us-ის რეჟისორი, მარკ მაილოდი, იმუშავებს. პროექტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, სცენარისტი და ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი კი ფრანჩესკა გარდინერი იქნება. გარდინერს აქამდე ისეთ გახმაურებულ სერიალებზე უმუშავია, როგორებიცაა Succession და Killing Eve.
აღსანიშნავია, რომ სამსახიობო შემადგენლობის გამოქვეყნებას ფანებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა; განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა პროფესორ სევერუს სნეიპის როლზე შავკანიანი მსახიობის, პააპა ესიდუს, დამტკიცებამ.
ჯოან როულინგის ჰარი პოტერი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნების სერიაა. ის თარგმნილია 87 ენაზე და მსოფლიოში 600 მილიონზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული. შვიდწიგნეულის მიხედვით გადაღებული რვავე ფილმის შემოსავალმა კი ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.
რაც შეეხება HBO-ის სერიალს, მის პირველ სეზონს, სავარაუდოდ, 2026 წლის ბოლოსთვის ვიხილავთ.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები