ელექტროენერგიის სექტორი მომავალი 10 წლის განმავლობაში — გალტ & თაგარტის განახლებული კვლევა
ფოტო: გალტ & თაგარტი
გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორზე განახლებული კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მიმოიხილავს გენერაციისა და მოხმარების ტენდენციებს, ექსპორტის შესაძლებლობებს, საინვესტიციო გარემოსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
გენერაცია და დადგმული სიმძლავრე
გალტ & თაგარტის საბაზისო სცენარით, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი დაჩქარდება და 2035 წლისთვის ქვეყნის დადგმული სიმძლავრე არსებული 4.7 გვტ-დან 9.0 გვტ-მდე გაიზრდება. აქედან, განახლებადი ენერგიის წილი 83%-ზეა მოსალოდნელი, რაც არსებული 73%-დან ზრდაა. გენერაციის ამ სცენარის მიხედვით, საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი იქნება, ხოლო თუ მშენებლობის ტემპი არ დაჩქარდება, ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების დონე მნიშვნელოვნად მოიმატებს.
მოხმარება
გალტ & თაგარტის პროგნოზით, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად ბოლო 10 წლის საშუალო ზრდის ტემპის მსგავსად, მომავალშიც, საშუალოდ ყოველწლიურად, 3%-ით გაიზრდება და 2035 წელს 19.1 ტვტ.სთ-ს გაუტოლდება. მოხმარების ზრდის ახალი წყაროები იქნება ელექტრომობილები და საოჯახო ტექნიკის გამოყენების ზრდა შინამეურნეობებში. ამ ახალი წყაროების წილი 2035 წლის მოხმარებაში ჯამურად 6%-ის დონეზეა მოსალოდნელი. ამასთან, მოხმარების ზრდის ტემპის დაჩქარება შეიძლება გამოიწვიოს დატა ცენტრების აშენებამ ან სხვა ენერგოინტენსიური დარგებისრელოკაციამ საქართველოში.
ინვესტიციები და მთავრობის წახალისების მექანიზმები
კვლევის მიხედვით, ელექტროსადგურების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია მთავრობის მხარდამჭერ პოლიტიკაზე. 2007 წლიდან დღემდე დამატებული დადგმული სიმძლავრის 93% სწორედ მთავრობის წახალისების მექანიზმებით განხორციელდა. ამასთან, 2017-21 წლებში შეჩერებულმა PPA-იმ და მოსახლეობის მხრიდან მომატებულმა პროტესტმა მშენებლობის ტემპის შენელება გამოიწვია. 2022 წელს ამოქმედებულმა CFD სქემამ და აუქციონებმა ინვესტორების ინტერესები მნიშვნელოვნად გაზარდა, განსაკუთრებით ქარისა და მზის ენერგიის მიმართ. კვლევაში დიდი ყურადღება ეთმობა ამ სადგურების ქსელში ინტეგრაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებას. დღეის მდგომარეობით კვლევის ეტაპზე არსებული პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 6.0 გვტ-ია. დამატებით, ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს განაცხადებს 8.8 გვტ-ის პროექტებზე, რომელთა უმეტესობა ქარისა და მზის სადგურებია.
ელექტროსადგურების შედარება
ქარისა და მზის სადგურებზე ინვესტიციის უკუგება 17-19%-ს შეადგენს, მაშინ, როცა მოდინებაზე ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 13-15%-ია და კიდევ უფრო დაბალია რეზერვუარიანი ჰესებისთვის. ამ განსხვავებას ძირითადად განაპირობებს მშენებლობის ღირებულება და სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული წახალისების პირობები, რაც მზისა და ქარის სადგურების შემთხვევაში, ბევრად ხელსაყრელია. მშენებლობის ხარჯების გარდა, აღნიშნული სადგურები ერთმანეთისგან განსხვავდება წლიური და დღიური გენერაციის პროფილით და გარემოზე ზემოქმედების ხარისხით. ქარისა და მზის სადგურებს ახასიათებს დღის განმავლობაში ცვალებადი და არაპროგნოზირებადი გენერაცია, რის გამოც, ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებულია ლიმიტი, 2028 წლამდე 1.25 გვტ-ის ფარგლებშია განსაზღვრული. ამ ლიმიტის გაზრდა შესაძლებელი გახდება რეზერვუარის მქონე ჰიდროელექტროსადგურების ან ენერგიის დამგროვებელი ბატარეების მშენებლობის გზით.
იმპორტზე დამოკიდებულება
ახალი ჰესების მშენებლობის მიუხედავად, ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების ხარისხი ბოლო 10 წლის განმავლობაში უცვლელია — იმპორტისა და იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 27%-ია. იმპორტის საჭიროებას განაპირობებს მზარდი მოხმარება და ჰიდროგენერაციის სეზონურობა. იმპორტდამოკიდებულების შესამცირებლად საჭიროა ადგილობრივი გენერაციის გაზრდა სექტემბრიდან— აპრილის ჩათვლით, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ჰიდოგენერაცია არა საკმარისია, მოხმარებას ვერ აკმაყოფილებს. ამ პერიოდში გენერაცია შედარებით მაღალი აქვ ქარის ელექტროსადგურებს (65-67%) და რეზერვუარიან ჰიდრო სადგურებს (60-70%).
ექსპორტის პოტენციალი
საქართველოს აქვს 5.2 ტვტ.სთ ($250 მლნ ღირებულების) ექსპორტის განხორციელების პოტენციალი გენერაციის საბაზისო სცენარისა და ადგილობრივი მოხმარების წლიური 3%-იანი ზრდის შემთხვევაში. ბოლო წლების განმავლობაში, თურქეთი იყო საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი მიმზიდველი ფასის გამო. 2022-23 წლებში თურქეთში გაზრდილი ფასიდან გამომდინარე, საქართველო-თურქეთის ხაზის დატვირთულობა საექსპორტო სეზონზე მაქსიმალური გახლდათ. ექსპორტისა და ტრანზიტის მოცულობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია საექსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება, როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან, ისე ევროპის მიმართულებით, რაც შესაძლებელია შავი ზღვის გადამცემი კაბელის მეშვეობით.
ელექტროენერგიის საბითუმო ფასი
ბაზრის არსებული წესებით, ელექტროენერგიის საბითუმო ფასის საუკეთესო ინდიკატორი ესკოს გასაყიდი ფასია. ესკოს ფასის ფორმირებაში ყველაზე დიდი წილი უჭირავს PPA/CFD-იანი ელექტროსადგურების გენერაციას და გალტ & თაგარტის გათვლებით, სწორედ ამ მოცულობის ზრდა განაპირობებს ესკოს გასაყიდი ფასის ზრდას მომავალში. გალტ & თაგარტის პროგნოზით, ელექტროენერგიის საშუალო წლიური საბითუმო ფასი გაიზრდება კვტ.სთ-ზე 6.2 აშშ ცენტამდე 2035 წლისთვის, ხოლო მაისი— აგვისტოს პერიოდში, 5.8-5.9 აშშ ცენტია მოსალოდნელი.
ბაზარზე დაგეგმილია რეფორმის განხორციელება, რომელიც საბითუმო ფასის დადგენის პრინციპს სრულად შეცვლის. რეფორმის მიხედვით, საბითუმო ფასის ინდიკატორი ესკოს მაგივრად იქნება დღით ადრე ბაზრის ფასი, სადაც ფასის მდგენელი თბოსადგურები იქნება დეფიციტურ თვეებში, ხოლო ექსპორტის დროს რეზერვუარიანი ჰესები ან ექსპორტიორები. ამ ტიპის ცვლილების შემთხვევაში, ელექტროენერგიის საბითუმო ფასი, სავარაუდოდ, ბაზრის არსებული წესების შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელ ფასზე დაბალი იქნება, გალტ & თაგარტის შეფასებით. თუმცა, რეფორმის ფარგლებში ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, რაც ფასის პროგნოზზე მოახდენს გავლენას.
სრული კვლევა ინგლისურ და ქართულ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები