ირაკლი კობახიძე

25 Jun. 2025, 11:46

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული -1700 ახალგაზრდას გექნებათ უშუალო შეხება ჯართან, გაეცნობით ჯარისკაცის ცხოვრების წესს, თავად ეზიარებით ამ ცხოვრების წესს და დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად მიიღებთ სარგებელს ამ დღეებიდან. გისურვებთ ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო 6 დღის გატარებას. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ემოციებით დატოვოთ ეს ბანაკი და მნიშვნელოვანი, მთავარი ამოცანა რაც აქვს ამ პროექტს, ეს არის ის, რომ გაიზარდოს ადამიანებში, ჩვენს ახალგაზრდებში, ჩვენს თანამოქალაქეებში პატრიოტული სულისკვეთება. მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის სწორედ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ვფიქრობ, რომ ეს პროექტი და ეს დღეებიც ამას ემსახურება".

ამის შესახებ "ოცნების" ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…