ტურისტი ამტკიცებს, რომ ამერიკიდან მობილურში შენახული ჯეი დი ვენსის მიმის გამო დაადეპორტეს
21 წლის ნორვეგიელი ტურისტი, მადს მიკელსენი, აცხადებს, რომ იგი შეერთებული შტატებიდან მას შემდეგ დაადეპორტეს, რაც იმიგრაციის ოფიცრებმა მის ტელეფონში აღმოაჩინეს მიმი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს დასცინოდა.
მიმზე ვენსი მელოტადაა გამოსახული და კარიკატურული მახასიათებლებით გამოირჩევა. როგორც Daily Mail იუწყება, ტურისტის ტელეფონში ის სავარაუდოდ ავტომატურად ჩაიტვირთა ჯგუფური ჩატის აპლიკაციიდან.
მიმი, რომელიც მიკელსენის მობილურში იპოვეს
ფოტო: Daily Mail
მიკელსენი ნიუ-ჯერსიში, ნიუარკ ლიბერთის საერთაშორისო აეროპორტით იმ იმედით ჩამოფრინდა, რომ ნიუ-იორკში და ტეხასში მეგობრებს შეხვდებოდა. მას ასევე გეგმაში ჰქონდა დედასთან ერთად რამდენიმე ეროვნული პარკის მონახულება.
თუმცა, მისი მოგზაურობა არც კი დაწყებულა. მიკელსენის თქმით, იმიგრაციის ოფიცრებმა ის გვერდზე გაიყვანეს დასაკითხად და მალევე დაადანაშაულეს "ნარკოტრეფიკინგთან, ტერორისტულ შეთქმულებებსა და მემარჯვენე რადიკალიზმთან" კავშირების ქონაში.
"მათ ოთახში შემიყვანეს, სადაც რამდენიმე შეიარაღებული მცველი იმყოფებოდა. იქ მომთხოვეს გამეხადა ფეხსაცმელი, გადამეცა მობილური ტელეფონი და ზურგჩანთა," — განუცხადა მიკელსენმა ნორვეგიულ გამოცემა Nordlys-ს.
მან აღნიშნა, რომ ოფიცრები განსაკუთრებით შეწუხდნენ ჯეი დი ვენსის მიმით და კიდევ ერთი ფოტოთი, რომელშიც მიკელსენს ხელნაკეთი ხის ჩიბუხი ეჭირა — ორივე სურათი ჩატის აპლიკაციიდან ჰქონდა ავტომატურად შენახული. "ორივე ფოტო ავტომატურად ჩაიწერა ჩატიდან, და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი უწყინარი ფოტოები ჩემი ქვეყანაში არშეშვების მიზეზი გახდებოდა," — აღნიშნა მან.
მიკელსენის თქმით, სიტუაცია სწრაფად გამწვავდა. მისივე მტკიცებით, აიძულეს ტელეფონის განბლოკვა ციხეში გაშვების ან $5,000-იანი ჯარიმის მუქარით. შემდეგ დეტალურად გაჩხრიკეს მისი ნივთები, აუღეს თითის ანაბეჭდები, სისხლის ნიმუში და მოსთხოვეს პირადი ინფორმაცია იმ ადამიანებზე, ვისთან შეხვედრასაც გეგმავდა.
"თორმეტი საათი ვიმგზავრე, ცუდად მეძინა და უკვე ფიზიკურადაც და მენტალურადაც სრულიად დაუძლურებული ვიყავი, როცა დაკითხვა დაიწყეს," — დაამატა მან. იმავე დღეს მიკელსენი ნორვეგიაში დააბრუნეს.
ამერიკაში გართულებული იმიგრაციის გამო მზარდი მღელვარების ფონზე, აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა (CBP) განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ დეპორტაციასთან რაიმე კავშირი ჰქონდა. CBP-ს მტკიცებით, რეალური მიზეზი მიკელსენის მიერ წარსულში ნარკოტიკების გამოყენების აღიარება იყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები