რუსეთში "აზერბაიჯანული მაფიის" წევრებს პატიმრობა მიუსაჯეს
ფოტო: Tural Mamedov. Photo: officials.
სანქტ-პეტერბურგის მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა კრიმინალური დაჯგუფების სავარაუდო წევრებს, რომელთაც მედია "აზერბაიჯანულ მაფიას" უწოდებს. მსჯავრდებულებს შორის არიან არასრულწლოვნები აზერბაიჯანიდან და დაღესტნიდან.
დახურულ სასამართლო პროცესზე დაჯგუფების 16 წევრის განაჩენი გამოცხადდა. უმეტესობას ბრალი ეროვნული სიძულვილის გაღვივებასა და ძალადობრივ ხულიგნობაში წაუყენეს.
პროკურატურის ცნობით, 2023 წლიდან, დაჯგუფების წევრები თავს ესხმოდნენ სანქტ-პეტერბურგში გამვლელებს, ძირითადად ეთნიკურ რუსებსა და უზბეკებს.
"ბრალდებულები უმიზეზოდ ესხმოდნენ თავს 14-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, იყენებდნენ ძალადობას მათ მიმართ და აქვეყნებდნენ ვიდეოებს, რომლებსაც თან ახლდა წარწერები, რომლებიც გამოხატავდა ერთი ეროვნების უპირატესობას", — ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.
სამი წევრი დაღესტნელი იყო: ფარუხ იბრაგიმოვი, რამაზან ხალაევი და ემილ ხალაევი. სასამართლომ დაადგინა, რომ მათ უზბეკი და რუსული ეროვნების გამვლელებზე თავდასხმის ფაქტები გადაიღეს და კადრები Telegram-ის არხზე გამოაქვეყნეს სახელწოდებით — "მაწანწალას ცხოვრება".
ორშაბათის სასამართლოს გადაწყვეტილებით, იბრაგიმოვს და ორივე ხალაევს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. არასრულწლოვანის სტატუსით, იბრაგიმოვი სასჯელს არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო ხალაევები — ზოგადი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში.
სხვა მსჯავრდებულებს შორის იყო ჯგუფის სავარაუდო ლიდერი, თურალ მამედოვი, ასევე რამდენიმე სხვა მონაწილე, წარმოშობით აზერბაიჯანელი. გამომძიებლების თქმით, მამედოვმა ორგანიზება გაუწია ძალადობრივ თავდასხმებს და საჯაროდ და კერძო Telegram-არხებით "ერთი ეროვნების უპირატესობას" უწევდა პოპულარიზაციას. ვიდეოების სოციალურ მედიაში გამოქვეყნების შემდეგ, მამედოვი რუსეთიდან გაიქცა, მაგრამ მოგვიანებით დააკავეს და აზერბაიჯანიდან მისი ექსტრადაცია განხორციელდა.
განაჩენების საპასუხოდ, დაცვის მხარის ადვოკატებმა სასჯელებს ზედმეტად მკაცრი უწოდეს და პირობა დადეს, რომ გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებდნენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება.
საქართველოში OC Media-ის პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები