უკრაინამ და ევროსაბჭომ რუსეთის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოაწერეს ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
"ომის ყველა დამნაშავემ უნდა იცოდეს, რომ სამართლიანობა აღდგება", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინა აცხადებს, რომ ტრიბუნალი სასწრაფოდ არის საჭირო, რათა რუსეთის ხელმძღვანელობამ პასუხი აგოს 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთვის.
"ჩვენ ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რომ აგრესია სასჯელს იწვევს და ეს ერთად უნდა განვახორციელოთ, მთელმა ევროპამ", - განაცხადა ზელენსკიმ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
ტრიბუნალი ევროპის უმაღლესი უფლებადამცველი ორგანოს ეგიდით შეიქმნება. მედია აღნიშნავს, რომ ტრიბუნალის შექმნა მას შემდეგ ხდება, რაც ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ჩიხში შევიდა. Deutsche Welle წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, თვლის, რომ დრო მის მხარესაა.
"ყველა სამხედრო დამნაშავემ უნდა იცოდეს, რომ სამართალი იქნება და ეს რუსეთსაც შეეხება", — განაცხადა ზელენსკიმ.
ევროსაბჭო იმედოვნებს, რომ ტრიბუნალი მუშაობას მომავალ წელს დაიწყებს.
ბერსეს თქმით, ტრიბუნალის შექმნის შემდეგი ნაბიჯი იქნება გაფართოებული შეთანხმება, რომელიც "რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რათა მათ მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ ტრიბუნალის მართვაში".
ლოჯისტიკური დეტალები, მათ შორის ტრიბუნალის მდებარეობა, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) უკვე გასცა პუტინისა და სხვა რუსი თანამდებობის პირების დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულების ბრალდებით. თუმცა, მას არ აქვს იურისდიქცია, რომ ისინი აგრესიის დანაშაულისთვის გაასამართლოს. ევროსაბჭოს განცხადებით კი, სწორედ ტრიბუნალი "ავსებს ამ ხარვეზს".
აღსანიშნავია, რომ კიევი დიდი ხანია მოითხოვს ნიურნბერგის სასამართლო პროცესების მოდელის მქონე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც უფრო მეტს გააკეთებს, ვიდრე ომის სავარაუდო დანაშაულების განხილვაა. ევროპა მხარს უჭერს უკრაინის მცდელობას, გაასამართლოს რუსი ლიდერები.
ეს იქნება სტრასბურგში დაფუძნებული ევროპის საბჭოს მიერ შექმნილი პირველი სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ევროპის საბჭო არ არის ევროკავშირის ნაწილი.
9 მაისს, ლვოვში გამართულ შეხვედრაზე, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირეს. შეხვედრას დაესწრო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული, რომელმაც განაცხადა, რომ "ომი, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, არ უნდა დარჩეს შედეგების გარეშე"
"ამაზე პასუხისმგებელმა პირებმა ასევე უნდა აგონ პასუხი ლეგიტიმური სასამართლოს წინაშე" — აღნიშნა მან.
მედიის ცნობით, ოთხშაბათს, 25 ივნისს, ზელენსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას განუცხადა, რომ "საჭიროა ძლიერი პოლიტიკური და სამართლებრივი გამბედაობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ომის ყველა რუსი დამნაშავე, მათ შორის პუტინი, გასამართლდეს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები