"ოცნების" პარლამენტმა წულუკიანის კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 აგვისტომდე გაუხანგრძლივა
ქართული ოცნების პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუხანგძლივა. გადაწყეტილება 86 ხმით მიიღეს.
წულუკიანის თქმით, კომისია საჯარო სხდომის ფორმატის ამოწურვის ეტაპზეა და დარჩენილია ორი სხდომა — 30 ივნისსა და 2 ივლისს.
"ჩვენ ამოვწურავთ საჯარო სხდომის ფორმატში მუშაობას, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას მოქალაქეების განცხადებებზე და სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით. 450 გვერდი დასკვნის პროექტის სახით მზად არის, თუმცა დოკუმენტს გადამუშავება და რედაქტირება სჭირდება. სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ კომისიის უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით, 5 აგვისტომდე გაგრძელება" — თქვა წულუკიანმა.
როგორც მან აღნიშნა, "კომისიის დასკვნა იქნება უმძიმესი"
"კომისიის დასკვნა იქნება უმძიმესი, უმძიმესი იმ შეფასებებით, რომლებიც ექვსივე თემაზე გაკეთდება. ეს გახლავთ: 2008 წლის აგვისტოს ომი; ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, ასევე მათ მიღმა; 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო გეოპოლიტიკური მიზნების წინააღმდეგ დამაზიანებელი ქმედებები, სანქციების პოლიტიკა ქვეყნის დაზიანების და არა მხოლოდ რომელიმე ინდივიდის დაზიანების მიზნით, გადატრიალების არაერთი მცდელობა გარე ძალების დახმარებით; ასევე ჩვენი კვლევის თემაა — მედია თავისუფლება, ბიზნესის რეკეტი და კორუფცია. ყველა ამ თემაზე შეფასება იქნება უმძიმესი" — თქვა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ამავე კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით, ხოლო კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-8 თვით პატიმრობა შეეფარდათ. ასევე, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ციხეში არიან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები — ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ციხეშია ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელსაც სხვა ბრალთან ერთად ამ საქმეზეც გამოუტანენ განაჩენს.
ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვალში შეიქმნა და მისი უფლებამოსილების ვადა სამი თვით განისაზღვრა.
1-ელ აპრილს ოცნების პარლამენტმა 86 ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლითაც ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატი გაუზარდეს და სახელიც შეუცვალეს
უფრო კონკრეტულად — ოცნების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 86 ხმით მხარი დაუჭირეს დადგენილების პროექტს "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ" პარლამენტის 2025 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დადგენილებაში ცვლილების შემდეგ, დროებითი საგამოძიებო კომისია შემდეგი სახელწოდებით იფუნქციონირებს: "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია".
ასევე იხილეთ:
- გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს — მას ხელბორკილი პარტიის ოფისში დაადეს
- გიორგი ვაშაძე: მივმართავ ბიძინა ივანიშვილს — შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი, მთელი ქვეყანა გინდა ციხეში გამოკეტო, მაგრამ არ გაგივა
- ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბრალი 2 წლის წინანდელ, სამეზობლოში ჩხუბის საქმეზე წარუდგინეს
- ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დააკავეს
- ელენე ხოშტარია: მონა მოსამართლემ, ჯვებემ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება 7 თვით პატიმრობით
- გირაოს გადახდის მიუხედავად, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა გრძელდება
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს
- "მოვუწოდებთ EU-ს, დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ" — ოთხი ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება
- თეა წულუკიანი: ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე და გიორგი ვაშაძე ხელახლა ვუგზავნით დღეს შეტყობინებებს
- სახდეპი: შეშფოთებულები ვართ ოპოზიციონერების დაკავებითა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებით
- დასავლელი პოლიტიკოსები ოპოზიციის 6 ლიდერის დაკავების გამო "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ
- "ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც" — სტივენ დაუთი საქართველოში ოპოზიციონერების დაკავებაზე
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები