მიკაილა რაინსის სიცოცხლე სუიციდით დასრულდა — მიზეზად ონლაინ ძალადობა სახელდება
ფოტო: saveafox_rescue
ცხოველთა დაცვის აქტივისტი და იუთუბის ვარსკვლავი, 29 წლის მიკეილა რეინსი სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეუღლე, ეთან რეინსი იუთუბის ემოციურ ვიდეოში ავრცელებს:
ეთანის თქმით, მიკეილა წლების მანძილზე მენტალური ჯანმრთელობის მრავალი პრობლემით იტანჯებოდა — მას ონლაინ კრიტიკასთან გამკლავება უჭირდა.
"ვეღარ შეძლო საკუთარი გრძნობების ატანა და სიცოცხლე დაასრულა", ამბობს ის. "გული მიკვდება, რომ ასეთი უანგარო ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ცხოველებს მიუძღვნა, ამდენი ნეგატივის მსხვერპლი იყო", — ამბობს ეთანი.
და თქვენ, ვინც მიკეილას ამისკენ უბიძგეთ, ყველა თქვენგანი პასუხისმგებელია, რომ მას თავი ასე აგრძნობინეთ. მინდა, რომ თქვენც იგრძნოთ ის ყველაფერი, რასაც მიკეილა გრძნობდა. მინდა თქვენც იგრძნოთ ის, რასაც მე ვგრძნობ
მიკეილა რეინსმა 2017 წელს, 20 წლის ასაკში შექმნა ცხოველთა გადარჩენის არაკომერციული ორგანიზაცია — SaveAFox Rescue. ის მიზნად ისახავდა ბეწვის ფერმებისგან მელიების გადარჩენას და, როგორც ორგანიზაციის ვებსაიტზე ვკითხულობთ, მან დღემდე 150 მელია გადაარჩინა.
მას შემდეგ სოციალურ მედიაში მიკეილას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათ შორის 2.4 მილიონი გამომწერი იუთუბზე და ასობით ათასი სხვა სოციალურ პლატფორმებზე.
ეთან რეინსი ყვება, რომ სანამ სასწრაფო დახმარება მივიდოდა, მეუღლეს 15 წუთის განმავლობაში თვითონ უტარებდა პირველად დახმარებას.
გამოქვეყნებულ ვიდეოში იგი ხალხს მოუწოდებს, რომ თუ თავს დაკარგულად და უიმედოდ იგრძნობენ, დაუკავშირდნენ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან კრიზისის ცხელ ხაზებს. ხოლო მათ, ვისი საყვარელი ადამიანებიც გასაჭირში არიან, ურჩია, რომ სანამ გვიანი არ იქნება, რაიმე თქვან ან გააკეთონ ახლობლების დასახმარებლად.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი დანაკარგია და თავს ისე ვგრძნობ, თითქოს გულში სიცარიელე მაქვს, მიკაილას სინათლის ჩაქრობას არ დავუშვებ, ნეგატივს გამარჯვების უფლებას არ მივცემ და მიკაილას მისიას გავაგრძელებ."
ეთანი მეუღლის საქმიანობის — ცხოველების გადარჩენის გაგრძელებას აპირებს: "მანამ, სანამ თქვენ მხარს დაგვიჭერთ, ჩვენ წინსვლას განვაგრძობთ. დარწმუნებული ვარ, ამ სამყაროში მეტი სინათლის შემოტანა შეგვიძლია და ამას მიკაილასთვის გავაკეთებთ."
მიკაილა რეინსს პატარა ქალიშვილი — ფრეია — დარჩა, რომელიც ხშირად ჩანდა დედის სოციალურ ქსელებში.
ფოტო: saveafox_rescue
ფოტო: saveafox_rescue
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები