39 შვედური ორგანიზაცია: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი შევიწროება
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი გამოხატვის უფლების მქონე პირების ყველა სახის სამართლებრივი შევიწროება" — ამის შესახებ 39 შვედური ორგანიზაციის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელის განცხადებაშია აღნიშნული.
ისინი სოლიდარობას უცხადებენ სამოქალაქო საზოგადოებას და აღნიშნავენ, რომ ეს ინციდენტები "მზარდი ტენდენციის ნაწილია, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს".
შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, სადაც სამოქალაქო საზოგადოება მზარდი ზეწოლისა და სამართლებრივი დაშინების წინაშე დგას
2025 წლის ივნისის დასაწყისში, საქართველოში რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მიიღო სასამართლო დადგენილებები, რომლითაც სთხოვდნენ გაემჟღავნებინათ მაღალი მგრძნობელობის ინფორმაცია, მათ შორის ბენეფიციარების, იურიდიული დახმარების მიმღებების, ტრენინგის მონაწილეების და საჯარო ღონისძიებებზე დამსწრე პირების პირადი მონაცემებიც კი. ეს მოთხოვნები, რომლებიც ანტიკორუფციიული ბიუროს მიერ იყო ინიციირებული, ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად იქნა წარდგენილი. თუმცა, როგორც ჩანს, ბრძანებებს არ გააჩნიათ სამართლებრივი დასაბუთება, კანონებს რეტროაქტიულად იყენებენ და ორგანიზაციებს ლეგიტიმური, უფლებებზე დაფუძნებული სამუშაოს შესრულებისთვის ესხმიან თავს.
ეს სახიფათო ნაბიჯს წარმოადგენს. კონფიდენციალური მონაცემების გამჟღავნების იძულებითი მცდელობა არღვევს კონფიდენციალურობის, სამართლებრივი დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის ძირითად პრინციპებს. ეს ასევე შემაშფოთებელ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც უფლებების დაცვაზე, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერაზე ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე მუშაობს.
პარალელურად, მთავრობის კრიტიკულად განწყობილი პირები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, სასამართლოში დაიბარეს ახალი დანაშაულის გამო, რომელიც საჯარო მოხელეების მიმართ ონლაინ-რეჟიმში ე.წ. "შეურაცხყოფაში" ადანაშაულებს. სოციალურ მედიაში პოსტებთან დაკავშირებული ეს სამართალწარმოება საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას და აძლიერებს განსხვავებული აზრის გაჩუმების უფრო ფართო ტენდენციას.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ეს მოვლენები არ არის იზოლირებული ინციდენტები. ისინი მზარდი ტენდენციის ნაწილია, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი გამოხატვის უფლების მქონე ყველა პირის სამართლებრივი დევნა.
უზრუნველყოს, რომ კანონები გამოყენებულ იქნას ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად და არ იქნას გამოყენებული დაშინების ინსტრუმენტებად.
კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, გაერთიანების თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ხმა ამოიღონ და მხარი დაუჭირონ საქართველოში დემოკრატიის დამცველებს.
ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება საფრთხეს არ წარმოადგენს. ის ნებისმიერი საზოგადოების ქვაკუთხედია, რომელიც დემოკრატიულ მომავალს ეძებს.
შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი კვლავ ერთგულად უჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ განვითარებას საქართველოში და მთელ რეგიონში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელის შესახებ
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი შედგება 39 შვედური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისგან, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობენ ხელს. ჩვენ ხელს ვუწყობთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებას მთელ რეგიონში" — ნათქვამია განცხადებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები