უნგრეთმა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერი წინადადება დაბლოკა
ფოტო: EPA
უკრაინული მედიის ცნობით, 26 ივნისს, ევროპულმა საბჭომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ განცხადების ერთხმად მიღება ვერ შეძლო, რადგან უნგრეთმა კვლავ არ დაუჭირა მხარი წინადადებას.
მედიის ცნობით, ევროსაბჭოს სამიტის წინა დღეს, უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა 95% ამ წინადადების წინააღმდეგი იყო.
ორბანის რეფერენდუმი უკვე გააკრიტიკეს მისი სანდოობისა და მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლის გამო. როგორც უკრაინული მედია წერს, რეფერენდუმმა გააჩინა ეჭვი, რომ ორბანი ამ შედეგების გამოყენებას შეეცდება მომავალშიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გასამართლებლად.
რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად უნგრეთის მოქალაქეებმა ფოსტით მიიღეს ბიულეტენი ორბანის წერილთან ერთად, რომელშიც უნგრეთის პრემიერი ხალხს მოუწოდებდა, რომ ხმა უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგ მიეცათ.
ორბანმა განაცხადა, რომ რეფერენდუმში მან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა და საჯაროდ გაავრცელა ფოტოები, სადაც ის საარჩევნო ბიულეტენში უთითებს — "წინააღმდეგ". მან წელს განაცხადა, რომ ევროკავშირში კიევის გაწევრიანება უნგრეთს "გაანადგურებდა".
ევროპული საბჭოს განცხადებით, დოკუმენტს 27-დან 26 სახელმწიფო "მტკიცედ უჭერს მხარს". ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ, უნგრეთის გარდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის "თანდაყოლილი უფლება, აირჩიოს საკუთარი ბედი" და მხარდაჭერა ქვეყნის "ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე".
"ევროსაბჭო აქებს უკრაინას ყველაზე რთულ ვითარებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების ტემპისთვის, მიესალმება მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და მოუწოდებს უკრაინას და კომისიას, გააძლიერონ მუშაობა გაწევრიანების პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ასევე შეთანხმდნენ, გაითვალისწინონ კომისიის შეფასება, რომ უკრაინა მზადაა გახსნას ფუნდამენტური საკითხების ჯგუფი. თუმცა, ფორმალური მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს მხოლოდ 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთიანი თანხმობით.
ცნობისთვის, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს ომი დაიწყო. განაცხადის გაკეთებიდან რამდენიმე თვეში უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები