განათლების გზაზე არ გაჩერდე — გახდი საქართველოს ბანკისა და MASE ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი
ფოტო: საქართველოს ბანკი
კრეატიული სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკმა, Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით, 2019 წლიდან ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია დააწესა. ინიციატივის ფარგლებში ნიჭიერ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ბერლინში, Miami Ad School-ში, პორტფოლიო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის 2024 წლის გამარჯვებული ივა ქიმერიძე გახდა. ის ამჟამად ბერლინში, Art Direction-ის მიმართულებით სწავლობს. როგორც თავად ამბობს, უშუალოდ ამ მიმართულებით გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა ცოდნა და უნარები, რომლებიც ვიზუალურ ხელოვნებაში დააგროვა, შთამბეჭდავი პორტფოლიოს შექმნისთვის საკმარისი აღმოჩნდა .
იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება Miami Ad School Europe-ში სურთ, ივა საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს:
“სწავლის დასაწყისში Art Direction-ისა და Copywriting-ის კლასები ერთად ტარდება. აქამდე მეგონა, რომ Copywriting საერთოდ სხვა მიმართულება იყო, ახლა გავიაზრე, რომ სიტყვები, გრაფიკა, ანიმაცია თუ ვიზუალური ხელოვნების სხვა ხერხები ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული, ერთმანეთს ავსებს. სინამდვილეში, შეიძლება ქოფიდან წამოვიდეს ახალი და საინტერესო სარეკლამო კამპანიის იდეა. აქ სწავლა ყველასთვის სხვადასხვანაირი გამოცდილებაა, არიან უფრო გამოცდილებიც და გამოუცდელებიც. საბოლოოდ, ბევრ ახალ, ნიჭიერ ადამიანს ხვდები, რომლებთან საუბარი და აზრების გაცვლაც კი გეხმარებაგანვითარებაში. ბერლინში ცხოვრებაც სრულიად ახალი გამოცდილებაა. კრეატიული ინდუსტრია აქ დახვეწილი და განვითარებულია, ბევრ რეალურ ნამუშევარს და წარმატებულ კამპანიას ვნახულობთ, ლექციებზე პრაქტიკულად ვსწავლობთ, როგორ ავაგოთ კონცეფცია იდეისგან და როგორ შევქმნათ სრულყოფილი კამპანია მონახაზისგან“.
Miami Ad School-ში მოსახვედრად და საკმაოდ დიდი კონკურენციის დასაძლევი მთავარი ინსტრუმენტი — პორტფოლიო გახლავთ. ივა მომავალ სტუდენტებს ურჩევს, ყურადღება გულწრფელობასა და სიმარტივეზე გაამახვილონ:
“ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, თითო პროექტs 3-4 სლაიდი დაუთმო. იქ ყოველწლიურად უამრავი პორტფოლიო შედის და აუცილებელია, საკუთარი სათქმელის კომისიამდე ლაკონიურად მიტანა შეძლო. სწორად უნდა შეარჩიო პროექტები, რომლებზეც ისაუბრებ, მაქსიმალურად ბევრი უნარი და შესაძლებლობა უნდა გამოავლინო. პროექტები ქაოსური არ უნდა იყოს, ამიტომ უმჯობესია იპოვო რაღაც საერთო ხაზი, იდეა, რომლითაც შენს ნამუშევრებს გააერთიანებ. ფინალურ ეტაპზე ყველაზე საყვარელი პროექტი უნდა წარადგინო. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორ ისაუბრებ, როგორ ახსნი, რატომ არის განსაკუთრებული ეს ნამუშევარი შენთვის. მთავარია, იყო საკუთარი თავი და არ ეცადო, რომ ვიღაც უფრო გამოცდილი ითამაშო, გულწრფელი ინტერესი და ენთუზიაზმი უნდა ჩანდეს შენს თითოეულ სიტყვაში.“
ივას ნამუშევრებისა და პორტფოლიოს, რომელიც ბევრ აპლიკანტს შორის გასულ წელს საუკეთესოდ დასახელდა, ნახვამოცემულ ბმულზე არის შესაძლებელი.
ინფორმაციისთვის, წელს Miami Ad School-ში სწავლის ფორმატი შეიცვალა. 1 წლიან პროგრამაზე სტუდენტი ჰიბრიდულ რეჟიმში ისწავლის, სასწავლო წლის ნახევარს ბერლინში გაატარებს, ნახევარს კი, საქართველოში და ლექციებს ონლაინ დაესწრება. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 25 ივლისია. ასე რომ, თუ შენც მოგწონს კრეატიულ იდეებზე ფიქრი და ამ იდეების სიტყვებად თუ ვიზუალებად გაცოცხლება, აუცილებლად გამოიყენე შანსი, გახდე ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის შემდეგი გამარჯვებული!
აპლიკაციის შევსებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
განათლების გზაზე არ გაჩერდე!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები