სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

27 Jun. 2025, 16:40

"ეს კვირა, ალბათ, ყველასთვის ძალიან მძიმე კვირად არის აღქმული. ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოში, ალბათ, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს, მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისი, რომ ჩვენ გავჩერდეთ. იმიტომ რომ, პირიქით, ის, რაც ხდება მაჩვენებელი არის იმისი, რომ ჩვენ ვართ უფრო ძლიერი. ის ფაქტი, რომ პლატფორმის პრაქტიკულად ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს თუ რამდენად აწუხებთ მათ ეს წინააღმდეგობის ერთობა. ამიტომ პასუხი იმაზე თუ რაც ხდება, არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ და ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავს წინ ნაბიჯს ერთობაში. ყველასი ერთად დგომა და ამისი საშუალება გვეძლევა კვირას, რვა საათზე, რომ ყველანი გამოვიდეთ და ყველას, თითოეულ ადამიანს, რომელიც უყურებს დღეს რა ხდება საქართველოში, რომელსაც ესმის, ან რომელიც გრძნობს თუ საითკენ მიჰყავთ ეს ქვეყანა. ეს ის დღეა, როცა უნდა გამოვიდეთ ყველანი ერთად. პარტიის წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტში. ყველანი ერთად. მე ვიქნები იქ. თქვენ იქნებით იქ. ჩვენ დავდგებით ერთად და დავანახებთ პასუხად თუ რამდენად ძლიერი არის საქართველოს ერთიანობა, თუ რამდენად ძლიერი არის ეს საზოგადოება, თუ რამდენად ძლიერი არის წინააღმდეგობა. ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…