შერბილებული სავაჭრო პოლიტიკა — ჩინეთიდან აშშ-ში იშვიათი წიაღისეულის ექსპორტი აღდგება
აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის ფონზე, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ჩინეთი ამერიკას იშვიათი წიაღისეულის ექსპორტს განუახლებს.
"ჩინეთი მზად არის იმ პროდუქციის ექსპორტი დაუშვას, რომელიც არსებული კანონების მიხედვით, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თავის მხრივ კი შეერთებული შტატები შეთანხმების ფარგლებში ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებულ გარკვეულ შეზღუდვებს მოხსნის",— აცხადებს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის წიაღისეულს — იშვიათ მიწაელემენტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ისეთი ტექნოლოგიების წარმოებაში, როგორიცაა მობილური ტელეფონები, ელექტრომობილები და სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობა.
ცნობილია, რომ მსოფლიოში იშვიათი მიწაელემენტების გადამუშავების 90%-ზე მეტი ჩინეთის ხელშია, რაც ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დავის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა.
2025 წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა, პეკინმა ამ ტიპის წიაღისეულის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა. საპასუხოდ, ვაშინგტონმა ჩინეთისთვის მაღალი ტექნოლოგიების — ჩიპების, პროგრამული უზრუნველყოფის, ეთანისა და რეაქტიული ძრავების მიწოდება აკრძალა, ასევე დააანონსა ჩინელი სტუდენტებისთვის ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლაზე ვიზების შეზღუდვა.
შეთანხმების პირველი მცდელობა ჟენევაში ჩავარდა, თუმცა ივნისში ლონდონში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. დოკუმენტი ითვალისწინებს იშვიათი მიწაელემენტების მიწოდებას ჩინეთის მხრიდან, ხოლო აშშ, თავის მხრივ, გარკვეულ სავაჭრო შეზღუდვებს მოხსნის და ჩინელ სტუდენტებს კვლავ მისცემს აშშ-ში განათლების გაგრძელების საშუალებას.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ იშვიათი მიწაელემენტების ექსპორტზე ნებართვების გაცემას გაააქტიურებს, თუმცა თითოეული გადაზიდვისთვის საჭირო იქნება სპეციალური დოკუმენტაციის წარდგენა და საბოლოო დანიშნულების დასაბუთება.
ამავდროულად, ამერიკის კომერციის სამინისტრომ ეთანის ჩინეთში გადაზიდვა უკვე დაუშვა, თუმცა მისი ჩამოტვირთვა ჩინეთის პორტებში ჯერ კიდევ სპეციალურ ნებართვებზეა დამოკიდებული — ექსპერტები ამას შერბილებული სავაჭრო პოლიტიკის მორიგ ნიშნად მიიჩნევენ.
პროგრესის მიუხედავად, ექსპორტზე შეზღუდვები კვლავ მოქმედებს იმ კომპანიებზე, რომლებიც სამხედრო სფეროს ემსახურებიან, რაც ამერიკულ თავდაცვით ინდუსტრიას პრობლემებს უქმნის.
ორივე მხარე აცხადებს, რომ შეთანხმების მიზანია ურთიერთგაგების გაღრმავება და ეკონომიკური ურთიერთობების გაჯანსაღება, თუმცა სრულმასშტაბიანი პრობლემების გადაწყვეტა ჯერ კიდევ პროცესშია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები