აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო ომის დაწყების საფრთხეა — ტრამპი მოლაპარაკებებს წყვეტს
ფოტო: Liang Sen/Xinhua/Getty Images
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გუშინ, 27 ივნისს, გამოაცხადა კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებების საბოლოო დამთავრების შესახებ.
ამ გადაწყვეტილებაზე აშშ თვეების განმავლობაში ფიქრობდა, თუმცა აშშ-ისთვის მისი განხორციელების საბოლოო ნიშანი კანადის მიერ ამერიკულ კომპანიებზე დაწესებული ციფრული მომსახურების ტარიფები გახდა, რაც დონალდ ტრამპის თქმით: “პირდაპირი და აშკარა თავდასხმაა” ამერიკის შეერთებულ შტატებზე.
საპასუხოდ, ტრამპმა კანადას აუწყა, რომ მომდევნო ერთ კვირაში ისინი შეიტყობდნენ კანადის მიერ გადასახდელი ტარიფის შესახებ აშშ-სთან "საქმიანი ურთიერთობისთვის."
"ახლახან გვაცნობეს, რომ კანადამ, ქვეყანამ, რომელთანაც ვაჭრობა ძალიან რთულია, იმ ფაქტის ჩათვლით, რომ წლების განმავლობაში ჩვენს ფერმერებს მათ მიერ რძის პროდუქტებზე 400%-იანი ტარიფები ჰქონდათ დაწესებული, ახლახან გამოაცხადა, რომ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ციფრული მომსახურების გადასახადს უწესებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი და აშკარა თავდასხმაა.
ისინი აშკარად მოქმედებენ ევროკავშირივით, რომელმაც იგივე გააკეთა და ამჟამად კვლავ ჩვენთან აქვთ მოლაპარაკებები. ამ აღმაშფოთებელი გადასახადის საფუძველზე, ჩვენ ვწყვეტთ კანადასთან ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა დისკუსიას, რაც დაუყოვნებლივ შევა ძალაში. მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში კანადას ვაცნობებთ იმ ტარიფს, რომელსაც ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქმიანი ურთიერთობებისთვის გადაიხდიან. გმადლობთ ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის!"— განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ის პოსტში.
ციფრული მომსახურების გადასახადები (DST) არის სპეციალური ტარიფები, რომლებსაც ქვეყნები უწესებენ იმ კომპანიებს, რომლებიც ფულს ონლაინ სერვისებიდან შოულობენ და არა ფიზიკური პროდუქტების გაყიდვიდან. მაგალითად, ისეთი რამ, როგორიცაა: ვებსაიტების ჩაშვება, ონლაინ რეკლამების გაყიდვა, აპლიკაციების ან ონლაინ ბაზრების შეთავაზება…
ბევრი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია (როგორიცაა Google, Amazon, Facebook/Meta, Apple, Microsoft) დიდ ფულს შოულობს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობისგან, მაგრამ ისინი ხშირ შემთხვევაში არ იხდიან გადასახადს იქ, რადგან მათ არ აქვთ ოფისები ან ქარხნები ამ ქვეყნებში. DST ეხმარება ქვეყნებს გარკვეული გადასახადების შეგროვებაში.
პარასკევს კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნმა აღნიშნა, რომ მას სურს აშშ-სთან მოლაპარაკების გაგრძელება.
"ჩვენ გავაგრძელებთ ამ რთული მოლაპარაკებების წარმოებას კანადელების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის მოლაპარაკება", — განუცხადა კარნიმ ჟურნალისტებს.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი კანადაში ციფრული მომსახურების გადასახადს მოელოდა, თუმცა იმედოვნებდა, რომ ეს არ მოხდებოდა. აშშ ფიქრობს, რომ გადასახადის დაწესება 2022 წლიდან დღემდე უსამართლოა. მისი თქმით, თუ კანადა ამას მაინც გააკეთებს, ტრამპი ყველა კანადურ საქონელზე ტარიფების გაზრდას გეგმავს.
ცნობისთვის, კანადა აშშ-ის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა კანადის ახალი ციფრული გადასახადები ორივე მხრიდან საპასუხო ტარიფებით სავაჭრო ომის დაწყების რისკს შეიცავს.
კანადის ბიზნეს ჯგუფები მთავრობას ეკონომიკური კავშირების დასაცავად გადასახადის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, ოპოზიციის ლიდერები კი იმედოვნებენ, რომ სავაჭრო მოლაპარაკებები მალე განახლდება.
"მრავალი წლის განმავლობაში კანადის ბიზნეს საბჭო აფრთხილებდა მთავრობას, რომ ცალმხრივი ციფრული მომსახურების გადასახადის ამოქმედებამ შესაძლოა კანადის ეკონომიკური ურთიერთობები მის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან, შეარყიოს," – განაცხადა პარასკევს CNN-თან ინტერვიუში კანადის ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გოლდი ჰაიდერმა და დასძინა, რომ "ეს სამწუხარო მოვლენა ახლა მოხდა."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები