თემურ ქათამაძე: "საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას და მეც ვაცხადებ შიმშილობას"
"საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას!" — ამის შესახებ ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის წერილშია აღნიშნული, რომელსაც გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის 2 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი — ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე შიმშილობს. მათ მოგვიანებით 4 აქტივისტი შეუერთდა. თემურ ქათამაძე მათ სოლიდარობას უცხადებს და მოქალაქეებს მოუწოდებს ხვალ, 29 ივნისს, 19:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.
"გულანთებულო მამულიშვილებო, თანამებრძოლებო! საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას! ყველა მოშიმშილისადმი გამოვხატავ ჩემს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას! ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის ამ რთული ბრძოლის უკვე ბოლო ფაზაში შესული ვართ.
ჩვენი ძალა ახლა თუ ვერ ვაჩვენეთ, შესაძლებელია ხვალ და ზეგ, ამის შესაძლებლობა აღარ გვქონდეს! ამიტომაც დღეს თქვენთან ერთადერთი თხოვნა მაქვს: ხვალ ჩვენი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმეები გადავდოთ და ყველამ გავიდეთ რუსთაველზე.
29 ივნისს ერთხელ კიდევ და საბოლოოდ ვაჩვენოთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მსოფლიოს ის, რომ ჩვენ საქართველოსა და თავისუფლებისთვის ყველაფერს გავრისკავთ, ჩვენ ამ ისტორიულ ბრძოლაში, სადაც არ უნდა ვიყოთ: ციხეში თუ ქუჩაში, ქალაქში თუ სოფელში, ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ, ახალგაზრდა თუ მოხუცი, შეძლებისდაგვარად ჩვენს ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე და გამარჯვებამდე, მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმით და საჭირო დროს ქუჩაში გასვლითა თუ შიმშილობით! ძალა ჩვენშია!
ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ყველა ერთად უნდა გავიდეთ ქუჩაში და დავასრულოთ ეს დიქტატურა — კოშმარი სამუდამოდ!" — წერს თემურ ქათამაძე.
შეგახსენებთ, ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი — თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] საქართველოდან 11 ივნისს გააძევეს. ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა.
ასევე იხილეთ:
- ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე თურქეთში გააძევეს
- თამთა მიქელაძე: "ქართულმა ოცნებამ" მუჰაჯირების მეოთხე შთამომავალს იგივე განაჩენი გამოუტანა, რაც რუსეთის იმპერიამ
- ალექსანდრე დარახველიძის თქმით, თემურ ქათამაძე ქვეყნიდან კანონის დაცვით გააძევეს, რადგან მან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება არ მოისურვა
- სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანა, რომელიც ფარულად აძევებს თემურ ქათამაძეს, უარს ამბობს კანონის უზენაესობაზე
- თემურ ქათამაძე: ჩემი ბრძოლა სამშობლოსთვის აქედანაც გაგრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები