სერბეთის პოლიციამ ანტი-სამთავრობო პროტესტის მონაწილეები ძალადობრივად დაარბია — დაკავებულია 5 პირი
ფოტო: REUTERS
სერბი ხალხი ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიან მმართველობას აპროტესტებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ საპროტესტო აქციაზე 140 000-მდე ადამიანი გამოვიდა. ხალხი სკანდირებდა: "ჩვენ გვინდა არჩევნები".
BBC-ის ცნობით, სერბეთის პოლიციამ ათობით ადამიანი დააპატიმრა. სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ფეირვერკის მსგავსი ყუმბარები გამოიყურება.
ალექსანდარ ვუჩიჩმა პროტესტის მონაწილეები, რომელიც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, უცხოური ძალის გავლენით ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა.
სერბეთის პრეზიდენტი ინსტაგრამზე წერს: "მათ სერბეთის ხელისუფლების დამხობა სურდათ, მაგრამ ვერ შეძლეს."
სერბეთის უმაღლეს სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარასკევს 5 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც ბრალი ედებათ მთავრობის დამხობის შეთქმულებაში.
ვუჩიჩის საპრეზიდენტო ვადა 2027 წელს იწურება. სერბეთში მიმდინარე წელს საპარლამენტო არჩევნებიცაა ჩანიშნული.
37 წლის სერბმა ფერმერმა სლადიანა ლოიანოვიჩმა, შაბათს განაცხადა, რომ სტუდენტების მხარდასაჭერად მოვიდა.
"ინსტიტუტები უზურპირებულია და... ბევრია კორუფციის შემთხვევები. გამოსავალი არჩევნებია, თუმცა არ მგონია, რომ მას (ვუჩიჩს) მშვიდობიანად წასვლა სურდეს," — განუცხადა მან Reuters-ს.
პრეზიდენტმა ადრე უარი თქვა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე. მისი პარტია 250 საპარლამენტო ადგილიდან 156-ს ფლობს.
ვუჩიჩის ოპონენტები მას და მის მოკავშირეებს ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში, კორუფციაში, კონკურენტების წინააღმდეგ ძალადობასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ, რასაც ვუჩიჩი და მისი პარტიის წევრები უარყოფენ.
სერბეთი ინარჩუნებს ახლო ურთიერთობას რუსეთთან. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების ფონზე, სერბეთს არ დაუწესებია რუსეთისათვის სანქციები. ქვეყანაში საპროტესტო ტალღის დაწყებამდე ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. პროტესტანტები ამ ტრაგედიის მიზეზად კორუფციას ასახელებდნენ, რის გამოც უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი გადადგა.
შაბათის საპროტესტო აქციის დასასრულს, ლიდერებმა ხალხს ურჩიეს, "თავისუფლება ხელში აეღოთ" და პროტესტი გაეგრძელებინათ.
აქციის შემდეგ მათ ინსტაგრამზე დაწერეს, რომ მთავრობას დრო ჰქონდა პრობლემების მოსაგვარებლად და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ამის ნაცვლად, ძალადობა გამოიყენეს და ხალხის გაჩუმება სცადეს. მათი განცხადებით, თუ საქმე გაუარესდება, ეს მთავრობის ბრალი იქნება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები